ამერიკელმა ტოპ მოდელმა არიზონა მიუზმა წარმოადგინა Next-ის 2012-2013 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ლუქბუქი. ბრიტანულმა ბრენდმა კვლავინდებურად შემოგვთავაზა კომფორტული, ყოველდღიური და გამოსასვლელი სამოსი. ფერთა გამა საკმაოდ მრავალფეროვანია, ძირითადად ჭარბობს ყვითელი, წითელი, თეთრი და ლურჯი ფერები. ქსოვილებიდან გამოყენებულია ჯინსი, შიფონი და აბრეშუმი, მრავალფეროვნებისთვის დიზაინერებმა სამოსს ყვავილოვანი, ზოლიანი და სხვა და სხვა სახის გეომეტრიული პრინტები დაურთეს. სილუეტები თავისუფალია, აქცენდი კი წელზე და მკლავებზეა გაკეთებული, ფოტოსესიაში ასევე მონაწილეობა არიზონას ვაჟიშვილმა ნიკომ მიიღო, რომელიც ნექსთის ბავშვებისთვის განკუთვნილი კოლექციის სარეკლამო სახე იქნება, ფოტოგრაფი კი მარკო ვან შეპარდი გახლავთ.
|