ნიკოლ შერზინგერი ავსტრალიური Maxim-ის 2012 წლის ივნისის ნომრის გარეკანზე. ცნობილი მომღერლის ცნობადობის პირველი ეტაპი ჯგუფი "Pussycat Dolls" იყო, ჯგუფის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ნიკოლის უთანხმოება ეშლისთან. თუმცა მომღერალი ამ გადადგმულ ნაბიჯს არ ნანობს და აცხადებს:
"მე უბრალოდ არ ვიცი რას ვაკეთებ, მე მინდა გავაკეთო ის რასაც მუსიკა მკარნახობს." ჰავაიზე დაბადებული მომღერალი ტრადიციების დიდი შემნახველია,
მას ასევე ძალიან უყვარს ტრადიციული, "მშობლიური" საჭმლის მომზადება.
"მე ძალიან უბრალო სამხრეთელი გოგონა ვარ, მე ძალიან მიყვარს ქათმისა და ცომის ბურთულების გაკეთება. ჰავაიზე დიდი სიყვარულით მახსენდება სერფინგი. ასევე ძალიან მიყვარს სხვადასხვა ადგილებში სტუმრობა. "ნიკოლს თავისი ბუნებრივი სილამაზით ბევრი მამაკაცი ჰყავს დაპყრობილი, მას ასევე ძალიან კარგად შეუძლია შეაფასოს სხვისი სილამაზე. ჟურნალი Maxim -ისთვის კი ორიოდე სიტყვას ჰოლი ბერიზე ამბობს.
ნიკოლი:
"ის მართლაც არაჩვეულებრივია, ჰოლის აქვს ბუნებრივი სილამაზე, მე კი ვგიჟდები მის ღიმილზე. "