ბრიტანული ჯგუფი One DirecTion დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, საზაფხულო ოლიმპიური თამაშების დახურვაზე იმღერებს.
როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის ფინალურ კონცერტზე გამოსვლის
პატივი მხოლოდ საუკეთესო ინგლისელი არტისტების ხვედრი იქნებოდა,
ორგანიზატორებმა შოუს The X-Factor მონაწილეები პირველები გამოაცხადეს.
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ჯგუფი დახურვის ცერემონიალზე ედ შირანთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
სავარაუდოდ, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ The Who, Take That, Queen და Spice Girls.