ჰოლივუდის მსახიობი პენელოპა კრუსი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "კამპარის" სახე გახდა.38
წლის ვარსკვლავმა "კამპარის" 2013 წლის კალენდრისთვის ფოტოსესიაში მიიღო
მონაწილეობა. ფოტოსესია მოდის სამყაროში ცნობილმა ფოტოგრაფმა კრისტიან
სჩულერმა გადაიღო.პენელოპამ გადასაღებ მოედანზე რამდენიმე წითელი კაბა მოირგო. აქცენტი მის სექსუალურ გარეგნობაზე გაკეთდა. გადაღება მდიდრულ სახლში მიმდინარეობდა: ინტერიერი ოქროს სარკეებით, ლამაზი ჭაღებითა და მოქარგული სავარძლებით იყო გაწყობილი.2013 წლის "კამპარის" თემატიკა სექსუალური და ბოჰემურია."კამპარის" სახე სხვადასხვა დროს მსახიობები ოლგა კურილენკო და მილა იოვოვიჩიც იყვნენ.