|
| | |
| მთავარი » 2012 » მარტი » 20 » პატარა ჩანახატი
|
მე ვიცნობდი მხატვარს, რომელიც ხატავდა. რომელიც ფიქრობდა ნაზად და საღებავს უბერავდა სულს. მე ვიცნობდი ხატვარს რომლის ფუნჯიც იყო მსუბუქი, ცისფერი ჰაერის სავსე, მაგრამ დამთრგუნველი.
მხატვარი ცხოვრობდა მარტო. და თქვენ იკითხავთ რისთვის, როცა მიხვდებით რომ შემოქმედი ადამიანისთვის სახელი არაა მიზანი, და მიზანი კი ამართლებს საშუალებას. ის ვინც ხატავს, ყველაზე მეტად გვიყურებს ჩვენ ადამიანებს გულებში და მერე ჩვენს დანაოჭებულ სახეს ასწორებს ტილოზე. ვინ იცის მხატვარი რომელიც დამხატავს როგორ ამოიცნობს ჩემს სულიერებას, იქნებ მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდს ჩემი სამყარო ? მაგრამ არა.. მხატვარი ყველაფერს ხედავს. ნანახს ჩვენთვის გასაგებად გვაჩვენებს, შემდეგ ქრება თვითონ და სამყაროს კი ტოვებს. მისი სამყარო მუდამ გაუგებარი იქნება ჩვენთვის…
მხატვარი სარდაფში მიტოვებულ ნახატს ასუფთავებს, მტვერს უბერავს და ფიქრობს რომ დრო დადგება და მის ნახატს დააფასებენ. იგი არ მოეწონებათ, ატკენთ გულს, სულს შეუძრავთ მაგრამ მაინც დააფასებენ, რადგან გულის სიღრმეში ყველა მიხვდება დანაშაულს. ამ ნახატში ადამიანი თავის თავს ამოიცნობს და მერე კი მაინც იტყვის ხმამაღლა: იგი ჩემთვის არ არის.
მხატვარი ხატავს ფერადი ფანქრით და შიგადაშიგ შავსაც ურევს. ხალხი შავ ტანისსამოსშია გამოწყობილი რადგან ეს ხალხი ჩვენ ვართ, გარეთ წვიმს და პატარა გოგონას უხარია. მხოლოდ ეს მიზეზი აქვს სიხარულისთვის, რადგან ცხოვრებამ დიდი ხანია კარგი ვერაფერი გაიმეტა მისთვის და მხოლოდ მახსოვრობის უნარი მისცა, რათა განვლილი, ბედნიერი წამები გაიხსენოს. წვიმა ასველებს ასფალტს. მიწა ცხელია და უცხო.
მხატვარი სარდაფის სარკმლიდან იყურება და ცდილობს ამოიცნოს გოგონას ფიქრები. გოგონა ჩუმადაა… წერს. გარშემომყოფებს გაურბის და ხანდახან ძველი დღიურის ფურცლებს თუ გადახედავს. შემდეგ ნაწერს უბრუნდება.ამ დროს მხატვარი გოგონას ლამაზ კაბას ჩააცმევს და ბაგეებს კი ბიჭისას შეახებს. ეს ის ბიჭია მის ცნობიერებაში რომ არსებობს მაგრამ დიდი ხანია მოკვდა რეალობაში. მხატვარმა დახატა ბიჭი. გოგონა კი არ ამბობს, არ აღიარებს, ეშინია. გოგონა ივიწყებს წარსულს, მაგრამ მხატვარმა უაკასკნელი ფუნჯი მოუსვა დაფას…
კაბაში ჩაცმული გოგონა ლამაზ სტრიქონებს წერს „ვერ იცოცხლებს ის, რაც გიყვარს – ის უნდა მოკვდეს!"
მაგრამ ვინ იცის რა ცოცხლობს მასში, თუნდაც წამით. ვინ იცის რას ფიქრობს გოგონა.
მხატვარმა იცის დიდი ხანია … და ნახატიც მზადაა.
დაამოწმა და შესწორა:ნინიმ
|
კატეგორია: Book <3 |
ნანახია: 973 |
დაამატა: SaLLoMe
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| |
| | |
|
პროფილი |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
|