როგორ იქნა, როგორც იქნა გამოჩნდა ხელჩასაჭიდი იმისათივს, რომ კრისტენ სტიუარტი ღალატში დაადანაშაულონ და რობერტ პატინსონი მოტყუებულ წმინდანად შერაცხონ. რამდენიმე დღის წინ US Weeekly-ს მათავარ გვერდზე კრისტენ სტიუარტის ფოტო დაბეჭდეს - მას რობერტისგან სრულიად განსხვავებული მამაკაცი ეხვევა.
ბერვი
ფიქრი და განსჯა სულაც არ დასჭირვებიათ იმის მისახვედრად რომ ეს ადამიანი
ფილმ ”ფიფქია და მონადირეების” რეჟისორი, რუპერ სანდერსი გახლდათ. რუპერ
სანდერსი ცოლ-შვილიანია, სხვათა შორის, მისი მეუღლეც ფიფქიას გადაღებებში
იყო ჩართული. როდის მოასწრეს კრისტენმა და რუპერმა რომანის გაჩაღება ეს
ყველასათვის გაურკვეველია.
როგორც US
Weeekly-ს ჟურნალისტს უცნობი წყარო ეუბნება, სტიუარტი საშინლად წუხს, რომ
ასეთი შეცდომა დაუშვა და დიდი ხნის ბოიფრენდს, რობერტ პატინსონს უღალატა.
პრინციპში, მათ ურთიერთობას რომანის სახეც კი არ ჰქონია - ამტკიცებს
ინტერვიუში კრისტენის მეგობარი.
რობერტი და
მისი ეკრანული და რეალური საყვარელი ქალი ბოლოს ერთად Teen Choice
Awards-ზე გამოჩნდნენ. წყვილს განხეთქილებისა არაფერი ეტყობოდა, მაგრამ
ისიც ფაქტია,რომ US Weeekly-მ ფოტო ცერემონიალის შემდეგ დაბეჭდა.
კრისტენსა და რობერტს შორის დაძაბულობაზე უკვე კარგა ხანია წერენ. ყვითელ
პრესაში ძირითად იმას ამტკიცებენ, რომ პატინსონს საყავრელი ქალის
წარმატებული კარიერiსა შურს და არ სურს, რომ კრისტენი მასზე წინ წავიდეს.
სხვათა
შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი რომანი ეს უბრალოდ კარგად დაგეგმილი
პიარკამპანიაა, რომელიც მხოლოდ იმისათვის დაგეგმეს, რომ ფილმის მაყურებლები
და ერთგული ფანები ნამუშევრით უფრო დაინტერესებულიყვნენ.
ასეა თუ
ისე, ფაქტია, კრისტენს საეჭვო ურთიერთობები აღმოუჩინეს - რობერტისა და მისი
ურთიერთობის შესაძლო დასასრულზე უკვე ბევრი ლაპარაკობს და თუ ყველაფერი
მართლა წარსულში დარჩა, ამასაც სულ მალე შევიტყობთ.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო სადაც კრისტენი ტიროდა
ის მოსაზრებაც არსებობს,რომ რობმა კრისტენს აპატია,მაგრამ ამას მეორე მოსაზრებაც მოჰყვა ამბობენ რობმა ვერ აპატია და ისინი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთსო ..! სწორედ ეს ფოტოც იუწყებს ამას ..!