მეგობრობა არის უდიდესი გრძნობა, რომელიც ჩემი აზრით ქალ-ვაჟურ სიყვარულსაც კი აღემატება. ჩემი მეგობარი ჩემი სარკეა.
ალბათ გსმენიათ გამოთქმა; მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ აი ზუსტად მე და ჩემს მეგობარს "დაქალს" გვაქვს ერთნაირი ხასიათი.
ჩვენს შორის არავითარი შური და არც მსგავსი რამ არ არსებულა არც არსებობს და არც იარსებებს. მე უზომოდ მიყვარს ის. მის დასახასიათებლად მგონია სიტყვები არ მეყოფა ის ისეთი: კეთილია, თბილი, ერთგული, მოსიყვარულე ნუ აი არ ვიცი მისი მსგავსი ქვეყნად თუ მოიძებნება (ჩემს თავზე არ მაქვს საუბარი :P) ჩვენ დღის ნახევარს ერთად ვატარებთ. ერთად გვიჭირს ერთად გვილხინს
ნუ მოკლედ ერთმანეთის მდგომარეობის მოზიარეები ვართ. ახლა კი მისი გარეგნული მხარე: მაღალი, ოდნავ პუტკუნა, ცისფერთვალება, მსხვილი ტუჩები, ულამაზესი ღიმილი აი როგორია გარეგნულად ჩემი მეგობარი. მე ის ძალიან ძალიან მიყვარს და მეყვარება
ეძღვნება:M.Sh
|