შაკირა ბავშვს ელოდება. ეს სასიხარულო ინფორმაცია
მომღერლის მამამ უილიამ მებარაკმა გაახმოვანა. ამბობენ, რომ ვარსკვლავმა და
მისმა შეყვარებულმა, ესპანური კლუბის „ბარსელონის" ფეხბურთელმა ხერარდ
პიკემ სახლი სწორედ ორსულობის გამო იყიდეს, რომელიც ქალაქი ბარსელონისგან
არც ისე შორსაა. ჭორებს თუ ვენდობით, მომღერალი ფეხმძიმობის მეორე თვეში
უნდა იყოს, მაგრამ ოფიციალური განცხადების გაკეთებას ჯერ არ ჩქარობს.
წყვილი ერთად არაჩვეულებრივად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ შაკირა
ფეხბურთელზე 10 წლით უფროსია. პირველი ცნობა ვარსკვლავის სავარაუდო
ფეხმძიმობის შესახებ ევრო 2012-ის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გავრცელდა.
მომღერალი პოლონეთში ჩაფრინდა, რათა შეყვარებულისთვის პირდაპირ სტადიონის
ტრიბუნიდან ეგულშემატკივრა. შაკირა სხეულის ფორმების დასაფარად თავისუფალ სამოსს უკვე მაშინ ატარებდა.
|