21 წლის მსახიობი ემა რობერტსი და GLEE-ს მსახიობი ქორდ ოვერსთრითი ერთმანეთს 2011 წლის ზაფხულიდან ხვდებოდნენ.
ემასთვის ეს მეორე ოფიციალური რომანია ალექს პეტიფაიერის შემდეგ, რომელსაც Wild Child -ის გადაღებების დროს ხვდებოდა და ალექსის გული იმდენად დაიპყრო, რომ ბიჭმა ემას ინიციალები ER ტატუს სახითაც კი ამოიტვიფრა გულების ფორმის კომპოზიციით. ქორდს კი, რომელიც ემასავით მსახიობი და მომღერალია ზაფხულიდან ხვდება. ემა და ქორდი 9 თვიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ - 2012 წლის იანვარში, თუმცა მათმა დაშორებამ მხოლოდ 3 თვეს გასტანა და რამოდენიმე დღეა აშკარა გახდა, რომ ისინი კვლავ ერთად არიან. წყვილი ერთად შენიშნეს საღამოს რომანტიულ ვახშამზე, შემდგომ ოფიციალურ წვეულებაზეც ერთად შენიშნეს და 14 აპრილს კი კოაჩელას ფესტივალზე, სადაც ქორდი ემას პირდაპირი მნიშვნელობით ხელში აყვანილს ატარებდა.
14 აპრილი "Coachella"-ს ფესტივალზე ემა და ქორდი
|