- გილოცავთ ზაფხულის პირველ დღეს!
- ნინოობას !
- ბავშვთა დაცვის დღეს!
დავიწყოთ ზაფხულით!
ზაფხული —წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს . ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.
ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.
მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ
ნინოობა
წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლის და
27 იანვარს -მისი გარდაცვალების დღეს.
მარტო საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი
ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად საზეიმოდ
აღინიშნება. საზეიმო წირვები ამ დღეს ქვეყნის ყველა სხვა მართლმადიდებლურ
ტაძარში ჩატარდება.
თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი.
ყველა ნინოს ვულოცავ ნინოობას, მრავალს დაესწარით!
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო ეროვნულმა დემოკრატიამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის
მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი
ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.