Taylor
Swift-ის ახალი ალბომი ”Red" დღეიდან უკვე გაყიდვაშია. მისი მოსმენის
საშუალება უკვე აქვთ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიისა და
კანადის მოსახლეობას. მომდევნო დღეებში კი მომღერლის მეოთხე სტუდიური
ალბომი მთელ მსოფლიოში გახდება ხელმისაწვდომი.
”Red"-ი
ხმის ჩამწერი კომპანია Big Machine-ს პროდუქტი გახლავთ. ფირფიტის
სტანდარტულ ვერსიაში 16 სიმღერა გახლავთ შესული. დელუქს ვერსიაში კი კიდევ
6-ის. შეგახსენებთ, რომ ახალი ალბომიდან უკვე შედგა ორი სინგლის რელიზი.
”We Are
Never Ever Getting Back Together” საკმაოდ წარმატებით სარგებლობს
მაყურებელში, რაც შეეხება ”Begin Again”-ს, მასზე ვიდეოს გადაღებები
დაწყებულია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღის სინათლეს 2012 წლის
ბოლოს იხილავს.