ნამდვილი სისხლი (ინგლ. True Blood) — ამერიკული ფენტეზის ჟანრის დრამატული ტელესერიალი, რომლის შემქმნელი და პროდიუსერია ალან ბოლი, ასევე სატელევიზიო სერიალი "ექვსი ფუტი მიწის ქვეშ" ავტორი. სერიალი დაფუძნებულია შარლინ ჰარისის რომანების სერიაზე "სამხრეთის ვამპირული საიდუმლოებანი" და ვამპირებისა და ადამიანების ერთობლივ ცხოვრებას აღწერს დასახლება ბონ ტემპსში, ლუიზიანას გამოგონილ ქალაქში. სერიალის მთავარი გმირია სუკი სტაკჰაუსი (ანა პაქუინი), რომელიც ერთი ბარის ტელეპატი ოფიციანტია და რომელსაც ვამპირი ბილ კომპტონი (სტივენ მოიერი) შეუყვარდება.[1][2] ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიალი HBO-ს საკაბელო სისტემის ტელეარხებზე გადის. ის შექმნილია თავად HBO-სა და ალან ბოლის კომპანია Your Face Goes Here Entertainment-ის თანამშრომლობით.[1] პირველი სეზონის პრემიერა 2008 წლის 7 სექტემბერს შედგა. პირველმა სეზონმა კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ოქროს გლობუსი და ემი, მიიღო. მეორე სეზონის პრემიერა 2009 წლის 14 ივნისს შედგა, მესამე სეზონის — 2010 წლის 13 ივნისს, ხოლო მეოთხე სეზონისა კი — 2011 წლის 21 ივნისს. 2011 წლის 21 აგვისტოს HBO-მ გამოაცხადა, რომ ნამდვილი სისხლის მეხუთე სეზონის 12 ეპიზოდი 2012 წლის ზაფხულში გამოვიდოდა.[3]