კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიახლეში, - სადაც ცხოვრება მშვენიერია მისი ყოველმხრივი გამოვლინებით. მე არ დავიწყებ კამათსა და იმის მტკიცებას, თუ რაში მდგომარებს ცხოვრების არსი. მე უბრალოდ მსურს, რომ ფართოდ გაახილოთ თვალები, მიმოიხედოთ ირგვლივ და დატკბეთ ცხოვრებით. ირგვლივ ყველაფერი მშვენიერია.
ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან იმას, რომ ყოველივე საუკეთესო, მხოლოდ წინ გველოდება. მრავალი წლის შემდეგ კი ვხდებით, რომ ის "ხვალ" უკვე დადგა, ყველაფერი კარგი უკვე მოხდა, ისე რომ ჩვენ ვერც კი შევამჩნიეთ. დააფასეთ თქვენი ცხოვრების თითოეული დღე - ის შესანიშნავი და იდეალურია. ყოველივე კარგი ხდება დღეს, ახლა, და არა როდესღაც! გჯეროდეთ და გწამდეთ არა ნათელი მომავლის, არამედ დღევანდელი დადებითი და პოზიტიური დღის.
არ შეგეშინდეთ წარსულის დავიწყება. ბევრისთვი ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ხვალინდელი დღის დაწყება სულ სხვაგვარად მოხდება. და ის რომ იყოს უფრო უარესი? არა მერწმუნეთ ნამდვილად არ იქნება!. თუ თქვენ დიდი ოპტიმიზმითა და რწმენით მიუდგებით ამ საკითხს, თუ როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ეს მოგიტანთ თქვენ მხოლოდ დადებით ემოციებს, სიურპრიზებსა და ახალი სასწავლო გამოცდილებას. მთავარი ფაქტორი, რომელმაც არანაირი ეჭვი არ უნდა დატოვოს ეს ის არის რომ წარსულში დაბრუნება თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ. ის თქენგან არსად წავა დამიჯერეთ! ხოლო ახალი ცხოვრების დაწყება მაინც ღირს! - იმიტომ რო ცვლილებები შეიძლება იყოს უფრო მიმზიდველი, ვიდრე თქვენ გაქვთ ამჟამად.
|