011 წელს ჟურნალმა ,,ფორბსმა" ჯეიზი ყველაზე მდიდარ რეპერად დაასახელა.ამიტომ არ არის გასაკვირი,რომ წელიწადში 37 მლნ დოლარის გამომმუშავებელ მუსიკოსს შეუძლია საკუთარ თავს მისცეს უფლება,რამდენიმე ბოთლი შამპანიური იყიდოს 250 ათას დოლარად.
ეკონომიკური პრობლემები და უმუშევრობა ბრედ პიტს არ ეხება.მან იოლად გადაიხადა 1 მლნ დოლარი გერმანელი მხატვრის ნოე რაუხის ნახატში.
2009 წელს მსახიობმა ჯესიკა სიმპსონმა თავის ბოიფრენდს ტონი რომოს უყიდა ძრავიანი ნავი,რომელიც 100 ათასი დოლარი ღირდა.ტონიმ სიხარულით მიიღო ძვირფასი საჩუქარი,მერე კი სიმპსონი ზუსტად მის დაბადების დღეზე მიატოვა.
თავისი ყოფილი მეგობარი გოგონას რიანას ცემის გამო საჯარო ბოდიშების მოხდის შემდეგ რეპერმა კრის ბრაუნმა გადაწყვიტა,საკუთარი თავი დაეჯილდოვებინა ასეთი სინდისიერი საქციელისთვის.1 ,5 მლნ დოლარად მან ალისფერი ,,ბუგატი" იყიდა- ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და სწრაფი მანქანა.
მერაია ქერიმ ბევერლი-ჰილზზე 45 ათასი კვადრატული მეტრის ფართის სასახლე იყიდა 125 მლნ დოლარად და მაშინ ეს უძრავ ქონებაში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იყო.
,,ჰილტონების" იმპერიის ცნობილმა მემკვიდრემ პერის ჰილტონმა 10 ათასი დოლარი გადაიხადა ქუჩის ძაღლში.უფრო ზუსტად,მისმა ყოფილმა ბოოფრენდმა დაგ რეინჰარდტმა გადაწყვიტა ძაღლის ყიდვა და მერე ის ჰილტონს აჩუქა.
რიანასთან დაახლოებული წყაროს მტკიცებით,მომღერალი წელიტადში 1 მლნ დოლარს ხარჯავს თმის მოსავლელად.საონტერესოა,რომ ეს თანხა 25-ჯერ აღემატება საშუალო ამერიკელის წლიურ შემოსავალს.
22 წლის ბიჭების უმრავლესობა,რომლებიც მშობლებისგან ცალკე ცხოვრობენ,საცხოვრებლის წლიურ ქირაში 17 ათას დოლარზე ნაკლებს იხდიან,მაგრამ დენიელ რედკლიფი ჩვეულებრივი ბიჭი არ არის და ამიტომაც ამ თანხის საფასურად მას შეუძლია მხოლოდ ერთი ლეიბი იყიდოს.
|