❖ შარლოტა ნევი - პატარა ინგლისელი გოგონა კომიდან ადელის სიმღერის გაგონების შემდეგ გამოვიდა! ❖ კრისტენ სტიუარტი - ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. ❖ ჯასტინ ბიბერი : "მე და სელენამ შეიძლება ვიქორწინოთ". ❖ ვერავინ იტყვის რომ, ადელმა სიცოცხლე შეუნარჩუნა პატარა შარლოტას, თუმცა ის ნამდვილად დაეხმარა! შარლოტა ნევი არის 7 წლის გოგონა ინგლისიდან, რომელიც გასული წლის შემდეგ კომაში იყო. ექიმებმა 2012 წლის ივნისში მშობლებს უთხრეს, რომ გოგონას სიცოცხლის რამდენიმე დღე ქონდა დარჩენილი. როდესაც დედა მის პალატაში შევიდა სამუდამოდ გამოსამშივდობებლად, რადიოში გაისმა ნევის საყვარელი სიმღერა - ადელის "Rolling in the Deep" . დედამისმა წაიღიღინა და ამ დროს...შარლოტამ გაიღიმა. " მე არ შემეძლო ამის დაჯერება" განაცხადა ნევის დედამ " The Telegraph (UK)"-სთან ინტერვიუში. მან ასევე თქვა : "ეს იყო პირველი შემთხვევა შარლოტას რეაქციისა ერთი წლის განმავლობაში. ექთნებმა მითხრეს სიმღერა გამეგრძელებინა და შარლოტამ ისევ გაიღიმა." ამ ამბიდან ორი დღის გასვლის შემდეგ, შარლოტას უკვე შეეძლო ლოგინიდან ადგომა. პატარა გოგონას ჩაუტარდა თერეაპიული პროცედურები და დღესდღეობით იგი უკვე სახლშია.
❖ ცნობილმა გამოცემა - Forbes/ფორბსმა გამოავლინა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობების სია. ამ სიის სათავეში წელს 22 წლის ვარსკვლავი - კრისტენ სტიუარტი მოექცა. ჟურნალზე დაყრდნობით, მან 12.5 მილიონი დოლარი მიიიღო "Twilight Saga"-დან. "თვაილაითის" და " Snow White and the Huntsman"-ისგან მიღებულ თანხას თუ შევკრებთ, კრისტენის შემოსავალი 34.5 მილიონ დოლარს შეადგენს 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე. სიის ტოპ ათეული კი ასეთია : 1. Kristen Stewart, $34.5 million 2. Cameron Diaz. $34 million 3. Sandra Bullock, $25 million 4. Angelina Jolie, $20 million 5. Charlize Theron, $18 million 6. Julia Roberts, $16 million 7. Sarah Jessica Parker, $15 million 8. Meryl Streep, $12 million 9. Kristen Wiig, $12 million 10. Jennifer Aniston, $11 million
❖ ჯასტინ ბიბერი და სელენა გომეზი ერთმანეთზე ძალიან შეყვარებულები რომ არიან ეს საიდუმლო უკვე აღარავითვისაა. თუმცა, ჯასტინმა ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა ნიუ-იორკში. გუშინ, 19 ივნისს J&R Records-თან მიმდინარეობდა ფანებთან შეხვედრა და ავტოგრაფების დარიგება. ამ დროს, ფანმა ჯასტინს ჰკითხა : "შენ და სელენა იქორწინებთ?" ჯასტინის პასუხი კი ასეთი იყო: "ვნახოთ". არიან თუ არა ახალგაზრდა მომღერლები მზად ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასატანად?
|