❥ ნინა დობრევი 7 მაისს ნიუ იორკში ტაქსის მოლოდინში შენიშნეს პაპარაცებმა, შემდგომ კი ნიუ იორკში გამართულ Met Gala-ს დაესწრო, სადაც ულამაზესი Donna Karan-ის კაბით გამოცხადდა, იან სომერჰალდერი კი 8 მაისს ნიუ იორკში სასტუმროს დატოვებისას დააფიქსირეს.
Met Gala 2012 საუკეთესოდ და ცუდად ჩაცმული ვარსკვლავები როგორც ჩვენთვის ცნობილია, 7 მაისს ნიუ იორკში გაიმართა წლის უმნიშვნელოვანესი საღამო - Met Gala. წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი წარსდგა. ისინი ძვირადღირებული კაბებით იწონებდნენ თავს. რაღა თქმა უნდა იყო საუკეთესო კაბები, მაგრამ ასევე ცუდი კაბებიც. ამიტომ, www.celebuzz.com-მა შეაჯამა ვარსკვლავების ლუქები და გამოავლინა ყველაზე კარგად და ცუდად ჩაცმული სელებრითები.