"თეთრი საყელო" ქართველი ტელემაყურებლისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი დეტექტიური სერიალია, რომელიც პირველად ეკრნებზე 2009 წელს მოგვევლინა. სერიალი მოგვითხრობს თუ როგორ იძიებს ყველაზე ჩახლართულ კრიმინალურ საქმეებს, ფედერალურ ბიუროში მომუშავე, ოდესღაც კი ამავე ბიუროს მიერ ძებნილი ყოფილი თაღლითიახალგაზრდა სიმპატიური ყმაწვილი ნილ კეფრი, რეალურად კი მეთ ბომერი.
სერიალის ძირითადი სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოა და ის დამყარებულია ფედერალურ ბიუროებში უკვე არაერთხელ გამოყენებულ ხერხზე - ოდესღაც დამნაშავე ადამიანი ხელშეკრულების თანახმად ბიუროსთან თანამშრომლობს და სხვა დამნაშავეების "გამოჭერაში" ეხმარება. ამ რიგად მოკლე სიუჟეტი საკამოდ ბანალურია, ის ხომ არაერთი ფილმშია უკვე გამოყენებული. მაგრამ "თეთრ საყელოში" სიტუაცია ბევრად საინტერესოდ იმართება.
|