ბრენდ Wren-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ლუქბუქში მრავალი მოდური ტრენდი იკვეთება. შეხვდებით ყვავილოვან, გეომეტრიულ და კოსმოსის პრინტებს, რომლებიც 2012 წელს კვლავ არ კარგავენ აქტუალურობას. კოლექცია '50-იანებისა და '60-იანების რეტრო სტილშია გადაწყვეტილი. კოლექცია კლასიკური სტილის მიმდევარ ახალგაზრდებზეა გათვლილი. გამოყენებულია იასამნისფერი, მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი და თეთრი ტონები. კოლექციაში წარმოდგენილი ტანისამოსის გამოყენება ყოველდღიურად შეგიძლიათ.
|