ბედისწერა♥ - 28 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 28 » ბედისწერა♥
10:25 PM
ბედისწერა♥
~ ძალიან მაგარი მუსიკაა და თან ჩართეთ და ისე წაიკითხეთ ~


მეოთხე თავი

არც კი მიცდია რომ რაიმე მესწავლა, იმ დროს მე საკუთარ თავს არ ვეკუთნოდი, მე მხოლოდ ამ არაადამიანსა და მკვლელზე ვფიქრობდი, მაინტერესებდა ამას რატომ აკეთებდა ნუთუ ჩემი ტანჯვა ქონდა გადაწყვეტილი, ვერ ვხვდებოდი საბოლოოდ ეს ყველაფერი მას ან მე სადამდე მიგვიყვანდა. დრო კი არ ჩერდებოდა და გარბოდა, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებოდი ისე მირბოდნენ საათები წუთები წამები დღეები კვირეები და თვეები, მას შემდეგ რაც ამ მკვლელის შესახებ მე შევიტყვე ორი თვე გავიდა, გგონიათ მე გამინელდა ერთი წუთით მაინც ინტერესი მისადმი? არა, ძალიან მეშინოდა საკუთარი თავი თვითგანადგურებამდე არ მიმეყვანა, არც ეს საშინელი ჟურნალისტები ეშვებოდნენ მასზე ახალი ამბების გამოცხადებას, ყოველდღე ერთიდაიგივე "უფრთხილდით სერიული მკვლელი კვლავ თავისუფალია" და ამდაგვარი ლოზუნგებით მაბეზრებდა საინფორმაციო გამოშვებები თავს. 



მეგობრებს ჩამოვშორდი აბა წარმოიდგინეთ მათთვის რომ ეს ყველაფერი მომეყოლა გიჟად არ ჩამთვლიდნენ? დიახ მე მარტო ვარ საკუთარდ დედასაც კი ვერ ვენდობოდი, ცოტა მაკლდა და დეპრესიაში ჩავვარდებოდი. რაგაც ძალა მაძლევდა იმედს არ ვიცი ეს რა იყო მე ვგრძნობდი მის ყოფნას ჩემს ირგვლივ ვიცოდი რომ ის სადღაც ჩემს ახლოს იყო დღისით როგორც ნორმალური ადამიანი, ღამით კი ყველაზე საშიში  ბოროტმოქმედი. 



მას შემდეგ სიკვდილს ამ უცნობმა ორჯერ გადამარჩინა ერთხელ როცა მანქანა მეჯახებოდა გზიდან სწრაფად გადმოსვაში დამეხმარა და გაუჩინარდა და მეორედ მაღალი შენობის კიბიდან ფეხი დამიცდა და ის არ ვიცი საიდან გაჩნდა მაგრამ მე ხელი გამომიწოდა და დამეხმარა, მაგრამ კვლავ გაუჩინარდა.



მითხარით ეს ადამიანი როგორ უნდა შემეძულებინა, ჩემის ერთ ნაწილს ძულდა ის იმ მკვლელობებისთვის რომელიც ჩაიდინა და მეორე უფრო დიდი მაწილი მასთან ყოფნას მთხოვდა. არ ვიცოდი თავს როგორ მოვრეოდი, არ მინდოდა მანიაკი შემყვარებოდა, მაგრამ ეს ჩემს ძალებს საგრძნობლად აღემატებოდა. მეშინოდა იმის გაფიქრებაც კი რომ ეს ყველაფერი სიკვდილამდე შეიძლებოდა მისული. 



ვფიქრობდი რომ ან ეს მისი სტრატეგია იყო ჩემი განადგურების ან სიყვარული, რომელსაც ასე ველოდი, მაგრამ ძალიან დაბნეული ვიყავი, მინდოდა მეპოვა და მეთქვა რომ მჭირდება, ან მოსულიყავი და მომეკლა რადგან უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მან, შემდეგ გონებაში ვამართლებდი იქნებ მიზეზი ქონდა ამის, არ ვიცი. ერთხელ დედა მოვიდა და მითხრა:
-ელენე, რა გჭირს შენს მეგობრებს აგარ ეკონტაკტები, ჩემთანაც გაწყვიტე ურთიერთობა, მე დედა ვარ მინდა ვიცოდე რამე გიჭირს თუ არა (დედა)
-დედა , მე გადავიღალე სხვა არაფერი, დამიჯერე, ახლა კი უნდა გავისეირნო.(მე)
-კი მაგრამ საღამოს 11 საათზე რომ არ გაისეირნო ცოტა ადრე ამას ვერ მოახერხებ?(დედა)
-დედა ძალიან გთხოვ მენდე, მე ახლა მჭირდება გავლა.(მე)
-მაგრამ შენ ხომ იცი არა.....(დედა)
-ხო ვიცი მანიაკი, როგორ დავიღალე ამით რა.....იქნებ ის სულაც არაა ასეთი?(მე)



-შენ რა მას იცავ, იმ მონსტრს იცავ ელენა?(დედა)
-დედა არავის ვიცავ უბრალოდ წასვლა მინდა(მე)
მისი პასუხი არ მომისმენია გარეთ გავედი და ხეტიალი დავიწყე, არ ვიცოდი სად წავსულიყავი ყველაზე ნაკლებად მე ახლა სახლში დაბრუნება მინდოდა, ყველაზე მეტად კი მისი ნახვა. და აი ნატვრაც ამიხდა.........



სახლს ძალიან მოვშორდი და უეცრად კვლავ ნაბიჯების ხმა მომესმა, როგორ სულ პირვლად, გგონიათ შემეშინდა? არა არც მახსოვდა ეს გრძნობა თუ არსებობდა საერთოდ, არ ვიცი რატომ მაგრამ უკან გახედვა არ მინდოდა, ველოდი რა მოხდებოდა, გული ამიჩქარდა და ცრემლები წამომივიდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ვიგრძენი მისი სუნთქვა და მისი ხელი ჩემს წელზე, უკან შევბრუნდი და მე მეტყველების უნარი დავკარგე გული წამით გამოჩერდა, მე დავინახე არაადამიანური სილამაზის , ბიჭი რომელიც ისე მიყურებდა თვლებში თითქონს ჩემგან რამეს ელისო. 



დავიბენი არ ვიცოდი რა მექნა უხერხულად შევხედე  მის ხელს რომელიც ჩემს წელს ქონდა შემოხვეული და მისგან გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ამაოდ, მან მითხრა:
-ამ მომენტს დიდი ხანია ველი



შემეშინდა უეცრად გამიელვა თავში აზრმა რომ ის ჩემს მოკვლას აპირებდა. და მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი:
-გთხოვ არ მომკლა, მე სიცოცხლე მინდა(მე)
მან გაიცინა ჩემს სიტყვებზე, მაგრამ მოულოდნელად ისევ სურიოზული სახე მოოღო და მითხრა:



-ეს რომ მდოლოდა ორი თვის განმავლობაში მოვახერხებდი
-ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს, რა აზრი აქვს შენთვის მე მკვდარი ვიქნები თუ ცოცხალი ან მორიგი მსხვერპლი(მე)
-შენ მე მჭირდები
-მე შენ ? კი მაგრამ რაში(მე)
-შენ რომ მოგკლა თავს არც მე ვიცოცხლებ და სიკვდილი ჯერ არ მინდა ზედმეტად ახალგაზრდა ვარ



-
ანუ შენ გინდა თქვა რომ.........
-დიახ კიდევ კარგი მაგას მიხვდი მიყვარხარ თან ძალიან.
-კი მაგრამ იქნებ ყველა შენს მსხვერპლს მაგას ეუბნები სიკვდილის წინ(მე)
-დამიჯერე შენს გარდა ყველა ჩემთვის უმნიშვნელოა.
იცით მე მისი სახელიც არ ვიცოდი მაგრამ ერთ რამეში კი დავრწმუნდი სიყვარული რომელიც არასდროს გამომიცდია ჩემთან მოსულიყო და გულის კარზე მიკაკუნებდა, მე კი კარი გავაღე და შინ შევიპატიჟე და გაშვებას არსად ვაპირებდი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ მე ის თავდავიწყებით და სამუდამოდ შემიყვარდა, და არ მანაღვლებდა რა მოხდებოდა. მას მე ჩავეხუტე და ვუთხარი რომ არ გაებედა ჩემგან წასვლა თორემ მე მოვკლავდი, ეს რათქმაუნდა ხუმრობით. -



მე ვიცოდი რომ ეს ყველაფერი დასაწყისი იყო რაღაც ახლის რასაც გული მიგრძნობდა რომ კარგი დასასრული არ ექნებოდა. ბედისწერის გარდა რას უნდა დავეკავშირებინეთ ჩვენ ერთმანეთთან. აი ამ ყველაფერმა შეცვალე ჩემი ცხოვრება, როგორ? მალე გაიგებთ




ტა ტა ტა ტაამმმ მოგეწონათ ?! :** ჩემი საყვარელი თავიააა ეს :** გავაგრძელოო??
კატეგორია: Book <3 | ნანახია: 967 | დაამატა: CisiKoOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-06-28 10:35 PM) [Entry]
Vaime Ertianad Dawere Ra Tu Ara Davitanje Agar Shemidzlia Ukve Chemi Tavi Mesizmreba Am Gogos Adgilze Vitom Vigac Miyvardeba Da Uuhhh