♥ BoRn To DiE ♥ - 19 ოქტომბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 19 » ♥ BoRn To DiE ♥
10:20 PM
♥ BoRn To DiE ♥
  BoRn To DiE 


პატარა მოთხრობა,ერთთავიანი ♥ ახლახანს დავწერე და იმედია მოგეწონებათ ♥
არ ვიცი შეაფასეთ ♥ თუ მოგეწონებათ ხშირად დავწერ ხოლმე ასეთ ჩანახატებს ♥)



ცხოვრება ♥) ?  რა არის ცხოვრება ♥) ?
ცხოვრება ტანჯვა და წამებაა ... ბედნიერება კარზე მოგიკაკუნებს , შენ ცდილობ კარის გაღებას, წვალობ ... უცბად გააღებ და იქ აღარ დაგხვდება. კარებთან ჩაიკუზები და იტირებ იტირებ იმიტომ რომ დაგტოვა ... შენ კი იმედი გქონდა რომ ბედნიერი იქნებოდი... ღამ-ღამობით დაწოლა იმიტო გიხარია რომ სანამ დაიძინებ იოცნებებ, იოცნებებ უსაშველოდ იმაზე რაც გაკლია და რაც გინდა რო გქონდეს ... ზოგი იმაზე ოცნებობს რომ ცოტა ბედი ჰქონდეს, ზოგიც იმაზე რომ ყველა ის ადამიანი ვინც უყვარს ბედნიერი იყოს ... მაგრამ იცოდეთ რომ ბედნიერება წამიერია და სწორედ მაშინ გტოვებს როცა ყველაზე ძალიან გჭირდება. ბედნიერი რო ხარ ამ ბედნიერებას არ აფასებ მერე კი როცა შარშანდელი თოვლივით გაქრება მასზე გამუდმებით ფიქრობბ ... ძააან გენატრება ის დრო და არ იცი როგორ დაიბრუნო. როცა ბედნიერი ხარ დააფასე ეს ბედნიერება და დატკბი ცხოვრებით! .. ♥)კიდე მზად ხარ ამ დროის დასაბრუნებლად ნახევარი სიცოცხლე დათმო ... ელოდები ვიღაცას ვინც მოვა დაგაწყნარებს და გულში ჩაგიკრავს მაგრამ არავინ მოდის ... ტირი იმიტომ რომ ყველამ მიგატოვა და გული გტკივა ...

გაჩერებაზე ვიდექი. ცა იღრუბლებოდა, მე კი ავტობუსს ველოდებოდი. სულ მალე ჩემს ხელს წვიმის უფერული წვეთი დაეცა. ცოტა ხანში კი ნაცრისფერი ასფალტი ისეთივე უფერული წვეთებით დაიფარა და შავად ალაპლაპდა. ზოგმა ქოლგა გაშალა, ზოგმაც ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი. მე კი არც ქოლგა მქონდა და რატომღაც არც სადმე თავის შეფარებისთვის მიფიქრია. ორიოდე წუთში კი ქოლგიანები თვალს მიეფარნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ წვიმის სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში მხოლოდ მე ვიდექი, მაგრამ გვერდზე რომ მივიხედე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. ჩემს გვერდით ერთი ფერდაკარგული გოგონა იდგა. ასე 15,16 წლისა იქნებოდა. აქამდე შემეძლო დამეფიცა რომ იქ არავინ იყო, მაგრამ არც ის ვიცი საიდან გაჩნდა ეს გოგო, გოგო რომელსაც თავი ჩაეღუნა და რაღაცაზე ფიქრობდა. რომ შეგეხედათ გეგონებოდათ ის ჩვენს სამყაროს არ განეკუთნებოდაო. ჩაცმულობითაც განსხვავდებოდა. ფეხზე შავი წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა, მუხლებს ყავისფერი ქვედაბოლო უფარავდა, ტანზე კი თეთრი ბლუზა ემოსა. გამიკვარდა რადგან წესით დღევანდელ თინეიჯერს ჯინსები და კედები უნდა ცმოდა. გოგონას თმები და მასთან ერთად თეთრი ბაფთაც წვიმის წვეთებს დაესველებინა. ვხედავდი როგორ წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები.
უეცრად ჩემს გულში რაღაცამ იფეთქა, მის სიღრმეში კი მამაკაცურმა თვისებამ იჩინა თავი, ქურთუკი მოვიხსენი და გოგოს მოვაფარე. ის კი თითქოს დედამიწაზე დაბრუნდაო და ჩემსკენ გამოიხედა. რა წამს ჩემმა თვალებმა მისი მეოცნებე, დიდრონი, ცისფერი
თვალები შეამჩნია, მივხვდი რომ ჩვენს შორის რაღაც უხილავი ძაფი გაიბა. ძაფი კი სიყვარულისა იყო. ჩემი გული მაშინვე აივსო ამ გრძნობით და ბაგა-ბუგს მოჰყვა.
-გმადლობთ._გაისმა მისი არაამქვეყნიური ხმა.
-არაფრის._ვუპასუხე მე. ცოტა ხანი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ იყო კითხვა.
-რა გქვია?
-ანა შენ?
-მე ალექსანდრე,სად მიდიხარ?-მან არაფერი მიპასუხა,დავიბენი და უბრალოდ სხვა რამეზე გადავიტანე თემა .. ავტობუსი სულ მალე მოვიდა გაჩერებასთან .. ვინანე მაინცდამაინც ახლა რატომ მოვიდა თქო .. ის ავტობუსში ავიდა,უბრალოდ დავემშვიდობე და გზას გავუყევი .. პირველი ნახვით შეყვარების გჯერათ ? მე არ მჯეროდა,მაგრამ ახლა დავიჯერე .. ის ისეთი ლამაზი,ნაზი იყო .. სახლში დავბრუნდი,დედა დაბრუნებულიყო უკვე სამსახურიდან .. ოთახში ავედი და TV ჩავრთე .. კომიქსების " თამაშები ვარსკვლავებთან " გადავშალე და თვალიერება დავიწყე .. უცბად საინფორმაციო ნიუსები გავიდა ტელევიზორში ..
-სულ ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა,ავტობუსსა და სატვირთო მანქანის შორის .. დაზარებულთა რიცხვი ძალიან ბევრია .. დაიღუპა 16 წლის გოგონა ანა ნაითი,მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა .. დანარჩენ მგზავრებს გამოკვლევას უტარებენ და ცდილობენ როგორმე უშველონ ..
როდესაც გარდაცვლილის სახე აჩვენეს,ცუდად გავხდი .. ეს ხომ ის გოგო იყო,რომელიც 15 წუთის წინ გავიცანი .. ასე მალე როგორ უნდა მომხდარიყო .. მე ის შემიყვარდა .. ჩემი სიყვარული ხელიდან გამეცალა ..

არ ვიცი,როგორი გამომივიდა
მაგრამ თუ მოგეწონათ შემიძლია უფრო ორთავიანი სამთავიანები
ან უფრო დიდი მოთხრობები დავდო ♥
კრიტიკა ძალიან გამიხარდება,მითხარით რა არ მოგეწონებათ
რა მოგეწონათ
ზოგი ფრაზები თუ გამონათქვამები ჩანახატებიდან მაქვს ამოღებული
და არ გაგიკვირდეთ ♥

კატეგორია: Book <3 | ნანახია: 998 | დაამატა: დიანა♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-10-20 8:55 AM) [Entry]
Magariaa Me Momewona Dzaan .. Yochagh .. smile