დემი ლოვატოს ბიოგრაფია - 9 მარტში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მარტი » 9 » დემი ლოვატოს ბიოგრაფია
11:17 PM
დემი ლოვატოს ბიოგრაფია
ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დემეტრია დევონე ლოვატო დაიბადა 1992 წლის 20 აგვისტოს პატრიკ და დიანა ლოვატოს ოჯახში.დემის აქვს ესპანური და ირლანდიური ფესვები. მისი მამა განქორწინების შემდეგ მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად.მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და საკუთარ ქალიშვილს იშვიათად ხედავდა. ჰყავს ორი და: დალას ლოვატო და მედისონ დელაგარზა.

2002-2003 წლებში დემიმ მიიღო თავისი პირველი როლი საბავშო სერიალში ''ბარნი და მეგობრები'' 7 წლის ასაკში, სადაც ასევე მონაწილეობდა სელენა გომესი.

სელენასთან ერთად ითამაშა ფილმში ''პრინცესების დაცვის პროგრამა'' (2009).

2002 წელს გოგონა დინეის სახე გახდა. 2006 წელს დემიმ ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში ''ციხიდან გაქცევა''. სწორედ ამ ფილმში შეამჩნია დემი დისნეის ქორეოგრაფმა კენი ორტეგამ და მიიწვია ფილმში ''როკი საზაფხულო ბანაკში'' მიჩი ტორესის როლზე (2008).

2009 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში ''სანის აქვს შანსი''.

2010 წელს კი მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში ''რუხი ანატომია''.

დემი მიიჩნევს რომ მსახიობობა ეს მისი ჰობია, ხოლო რაც მას მართლა ძალიან უყვარს არის სიმღერა.
19წლის დემის მართლაც ბრწყინვალე ვოკალური მონაცემები აქვს.მისი სიმღერებიდან განსაკუთრებით ცნობილი და პოპულარულია:''Give your heart a break'',''Skyscraper'',''For the love of a daughter''და სხვა.
იგი შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოსა და გიტარაზე.
2008წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათას კოპიაზე მეტი, და ალბომი Billboard 200–ში მეორე ადგილას აღოჩნდა გაყიდვების რაოდენობაში.2009 წლის 21 ივლისს გამოუშვა მეორე ალბომი ''Here we go again'' რომელიც მოხვდა პირველ ადგილზე Billboard 200 –ში გაყიდვების რაოდენობით,გაიყიდა 108,000 კოპია ასევე პირველ კვირაში.მისი მესამე და არანაკლებ პოპულარული ალბომის სახელწოდებაა ''Unbroken''.
მიუხედავად იმისა რომ იგი მხოლოდ 19 წლისაა აღებული აქვს არაერთი ჯილდო.
იგი გახდა გამარჯვებული ნომინაციებში:"Favorite TV Actress – Leading Role in a Comedy"ფილმისთვის ,,სანის აქვს შანსი'', "Favorite TV Guest Star"ფილმისთვის ''რუხი ანატომია''და სხვა.
დემი ლოვატოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ როგორც კრიტიკოსები, აგრეთვე უკვე აღიარებული მომღერლები :რიჰანა,ბიონსე....
წელს მას საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს და მის უმთავრეს ამოცანას შეადგენს გრემის აღება, რომელსაც იგი იმ ფანებს მიუძღვნის რომელიც დემის თქმით მას აძლიერებენ და მუდამ მხარში უდგანან,ჰოდა მოდი ჩვენც წარმატებები ვუსურვოთ მას და ვიმედოვნოთ რომ თავის სურვილს აიხდენს, მითუმეტეს რომ იგი ამას ნამდვილად იმსახურებს...
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1204 | დაამატა: lovatic | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
Code
0  
1 DavId   (2012-03-23 8:25 PM) [Entry]
chemi sixaruli magra magra miyvars yochag lovatic wink