რა იმალება შენს სახელში? - 6 ივლისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივლისი » 6 » რა იმალება შენს სახელში?
11:04 PM
რა იმალება შენს სახელში?
Tumblr_m6r5qrnd121qbzaheo1_500_large
საქართველოში ბავშვებს ხშირად არქმევენ წმინდანთა სახელებს და ამას აქვს ახსნა- 
ადამიანებს სწამთ, რომ წმინდანი იფარავს მისი სახელის მქონე ადამიანებს. საქართველოში პოპულარულია მამაკაცის შემდეგი სახელები: გიორგი, დავითი, ზურაბი, ალექსანდრე, ლევანი, თეიმურაზი (თემური), ნიკოლოზი (ნიკო, ნიკა), მიხეილი (მიშა), თამაზი, ირაკლი.
ქალის სახელები: ნინო, თამარი, მარიამი, ქეთევანი (ქეთი), მარინე (მარინა), ლია (ლიანა), მაია; ანა (ანი), ნანა (ნანი).

ასტროლოგებს, ნუმეროლოგებს და, საერთოდ, ეზოტერიკული დისციპლინების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სახელი გავლენას ახდენს ადამიანზე, რადგან შედგება ასო-ბგერისგან, თითოეულ ასო-ბგერას კი თავისი სიხშირე და გავლენა აქვს. გარდა ამისა, ადამიანის სახელს ნუმეროლოგიური (რიცხვითი) მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, თანამედროვე ქართული ანბანის 33-ვე ასოს თავისი ციფრი ან რიცხვი შეესაბამება.
დღეს გაგაცნობთ ქართულ ანბანში შემავალი ასოების ეზოტერიკულ მნიშვნელობას. თუ სახელში რომელიმე ასო-ბგერა ორჯერ ამ მეტჯერ გვხვდება, ცხადია, ამ ასო-ბგერას ორმაგი გავლენა აქვს: 
ა- ეს ასო ადამიანს ანიჭებს ორგანიზებულობასა და შრომისუნარიანობას.
ბ - აჩენს მიდრეკილებას რისკისადმი, აპროგრამებს წარმატებას სარისკო საქმეებში. 
გ - უვითარებს გემოვნებას და, ამასთანავე, ამპარტავნებას. 
დ - ავითარებს მესაკუთრეობის უნარს.
ე - მიუთითებს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებზე - თბილი, ადამიანური დამოკიდებულების სურვილს და მისწრაფებას ძალაუფლებისაკენ.
ვ - აჩენს ცხოვრების წინასწარ დაგეგმვის მიდრეკილებას.
ზ - სახელში ამ ასოს მქონე ადამიანი კირკიტა და შრომისმოყვარეა, ყურადღებას აქცევს დეტალებს.

თ - ეს ასო ცვლილებების სიმბოლოა. 
ი - ადამიანს ანიჭებს სიბრძნეს.
კ - ადამიანს ანიჭებს სიმშვიდეს.
ლ - ახდენს კომფორტისა და ხორციელი სიამოვნების პროვოცირებას.
მ - აღვიძებს სურვილს, ყველაფერი გამოსცადოს საკუთარ თავზე.
ნ - ამ ასოს გავლენით ადამიანი ეჯაჭვება სხვა ადამიანს ან სამუშაოს.
ო - ანიჭებს პრინციპულობას, მაგრამ კონსერვატიზმსაც ავითარებს.
პ - ვის სახელშიც ეს ბგერა ურევია, მისთვის მთავარია გამარჯვება.
ჟ - აღვიძებს მიდრეკილებას სრულყოფისაკენ. 
რ - ეს არის სიმტკიცე და მიზანსწრაფვა.
ს - ანიჭებს იუმორის გრძნობას, სხვისი მოხიბვლის უნარს.
ტ - დამუხრუჭება, წინაღობა (საჭიროა, ორგანიზებულობა, ეს ყოველივე რომ გადაილახოს. კარგია, თუ მის გვერდით არის ასო "ა").
უ - ცბიერება, საკუთარი მისწრაფებების დამალვა. 
ფ - აჩენს მიზნის მიღწევის უნარს, მაგრამ არა აქტიური მოქმედებით, არამედ - ნელა და დაჟინებით. 
ქ - სიმსუბუქე, სილაღე. ზოგჯერ ეს ასო ილუზიებისკენ მიდრეკილებასაც იწვევს (განსაკუთრებით თუ მასთან ახლოს არის ასო "თ").
ღ - სიღრმე, მისტიკურობა, ოკულტური ცოდნა.
ყ - გაორება, გაურკვევლობა, ბუნდოვანება.
შ - აჩენს გულგრილობას, მაგრამ ამასთანავე, უშიშრობას.
ჩ - სამართლიანობის განცდა.
ც - ადამიანი გულისხმიერია, მას ყოველთვის შეიძლება ენდო.
ძ - ძალუძს გმირობის ჩადენაც და სისასტიკის გამოჩენაც.
წ - ზოგჯერ სიხარბისკენ მიდრეკილების და ქონების დაგროვების სურვილს იძლევა.
ჭ - კინკლაობის მოყვარულია.
ხ - ჯიუტია, ზოგჯერ სიავის ჩადენაც შეუძლია.
ჯ - ადამიანი, რომლის სახელშიც ეს ასოა, ცდილობს, ყველას დაეხმაროს.
ჰ - მისწრაფება ჰარმონიისაკენ. ზეციური ძალების მფარველობა.
Inspiration2_large
კატეგორია: სასაც.../საინტ... | ნანახია: 861 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-07-07 11:08 AM) [Entry]
ნ - ამ ასოს გავლენით ადამიანი ეჯაჭვება სხვა ადამიანს ან სამუშაოს.
უ - ცბიერება, საკუთარი მისწრაფებების დამალვა.
ც - ადამიანი გულისხმიერია, მას ყოველთვის შეიძლება ენდო.
ა- ეს ასო ადამიანს ანიჭებს ორგანიზებულობასა და შრომისუნარიანობას.