შუაღამის მზე(4 თავი) - 11 ივლისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივლისი » 11 » შუაღამის მზე(4 თავი)
12:31 PM
შუაღამის მზე(4 თავი)


შუაღამის მზე


ველოდებოდი თუ როდის დაღამდებოდა, რადგან ჩემს ოჯახში დავბრუნებულიყა, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, რომ მე მათ სიმართლეს ვერ გავუმხელდი, მხოლოდ ფარულად შევძლებდი მათი ხილვით დავმტკბარიყავი.



ვერ აგიღწერთ ამ დროს რა ხდებოდა ჩემს გულში, ჩემი სხეულის რაგაც ნაწილს უხაროდა რომ ბოლოსდაბოლოს გავარკვიე სიმართლე, და უფრო მეტიც მე ვიყავი ის არსება რომელიც ყველაზე სრულყოფილად მიმაჩნდა დედამიწის ზურგზე, ვიყავი ძლიერი, თავდაჯერებული მტაცებელი,


მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი მას აღიქვამდა როგორც მონსტრად, რომელიც ზიანს მიაყენებდა ყოველივე ცოცხალს და გაანადგურებდა ადამიანებს თუ საკუთარი თავის კონტროლს ვერ ვისწავლიდი, მაგრამ ამის გაკეთება წინა დღეს შექმნილი ვამპირისათვის შეუძლებელი იყო, ვერ ვიჯერებდი, რომ წყვდიადში მომიწევდა ცხოვრება, მზის სხივებს ვერასოდეს შევხედავდი, ჩემთვის უცხო იქნებოდა ყოველივე გასართობი რასაც კი თინეიჯერები აკეთებენ, ჩემი ადამიანურობა მაშინ დამთავრდა როცა ტყეში მარტო წამოვედი და იჯახის წევრების დარიგება არაფრად ჩავაგდე......



მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში კიდევ მინდოდა რომ მეპoვა ის არსება რომელმაც სიცოცხლე დამიმახინჯა და მომეკლა........................მეშინოდა რომ მარტოობისთვის იყავი განწირული, მეგობრები არც ადრე მყავდა მაგრამ ახლა ხომ საერთოდ, ჩემი ცხოვრების გზა მე თვითონ უნდა მეპოვა, მაგრამ ოგორ არ ვიცი.


ერთადერთი რამ იყო ჩემს მიერ მიღებული ცოდნა მათ შესახებ, ახალა კი ვთვლიდო რომ უნდა დამეწყო ამ ყოველივეს გამოყენება........მინდოდა მომეძებნა ვინმე თუ იყო ჩემნაირი ამ ქალაქში, მაგრამ რაღაც მაკავებდა, ალბად ეს ჩემი ადამიანური გრძნობები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ იყო ჩემში, და ამას ვერასდროს გაანადგურებდა მონსტრი, რომელიც ასევე ჩემში სახლობდა........



დაღამდა და მე გადავწყვიტე წასვლა ჩემი ოჯახის წევრების სანახავად, მინდოდა ფანჯრიდან, ან თუნდაც შორიდან მენახა და დავრწმუნებულიყავი რომ კარგად არიან, მე გადავწყვიტე მათი უსაფრთხოება ჩემს თავზე ამეღო და დამეცვა ყოველივე ცუდისგან...
ტყეში გზის გაგნება არ გამჭირვებია, ეს იყო ვამპირის ალღო რომელიც არასდროს ცდება მოსალოდნელის შესახებ....სისწრაფე და ძალა რომელიც არაამქვეყნიურია, როცა ამ მიყრუებული
ადგილიდან გაღწევა შევძელი და აღმოვჩნდი დასახლებულ ადგილას ჩემი ყნოსვა და შიმშილის გრძნობა თანდათან მატულობდა..


საკუთარი თავის კონტროლს ვკარგავდი როცა ვხედავდი ამდენ ადამიანს , ვხედავდი და ვგრძნობდი მათი გულის ფეთქვას, მათ ძარღვეში სისხლის მოძრაობს, ეს ორმაგად მირთულებდა საქმეს, მაგრამ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე და და ჩემს ოჯახზე ფიქრი დავიწყე....
სწრაფად მივუახლოვდი ჩემს სახლს და ფანჯრიდან დავიწყე ყურება,


ვხედავდი დედა როგორ ტიროდა, მას ხელში ჩემი სურათი ეკავა და გულში იხუტებდა....მამა მას ამშვიდებდა, ჩემი პატარა 5 წლის და კი იქვე იჯდა და სათამაშოებით თამაშობდა, რა გასაკვირია რომ ვერ აცნობიერებდა მომხდარს, ვუყურებდი და ტირილი მინოდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა, ყველაფერს დავთმობდი რომ ახლა მათ გვერდით ვყოფილიყავი და მენუგეშებინა.


ასე ჩაფიქრებული ვუყურებდი მათ თითქმის ერთი საათი, გადავწყვიტე წასვლა, როცა მივბრუნდი, სახლში ჩემი დის ყვირილის ხმა მომესმა, რომ მივტრიალდი დავინახე რომ იგი ძირს დაცემულიყო, უეცრად მე ვიგრძენი სისხლის სუნი, მაგრამ არ ვიცოდი ეს საიდან მდიოდა, დედამ ჩემი პატარა და აიყვანა ხელში და მე დავინახე რომ მისი მუხლიდან იღვრებოდა ის წითელი სითხე რომელზეც მე ჭკუას ვკარგავდი.


დედამ პატარა ოთახში შეიყვანა და ქვემოთ ჩავიდა საფენების ამოსატანად. საკუთარ თავს ვებრძოდი, ვიგრძენი თუ როგორ დამეჭიმა კვლავ კანი, კონტრლს ვკარგავდი, ჩემში მხეცი იღვიძებდა რომელსაც უნდოდა მოეკლა ეს პატარა არსება, რომელიც კავშირი იყო ჩემი ადამიანური გრძნობებისა, იგი იყო სისხლიდახორჩი ჩემი, მაგრამ, თავის შეკავებას ვერ ვახერხებდი.


უეცრად რაგაც სასწაული სისწრაფით გაუცნობიერებდა აღმოვჩნდი მის საწოლთან, პატარა თვალებში მიყურბდა, ჩემი სახის დანახვაზე შეშინებულს ფერი სულ დაეკარგა, ვერ ყვიროდა, ეცრად მინოდდა კიდევ ერთხელ მეცადა გაჩერება და თავი უკან გავწია, მაგრამ მივხდი რომ შეუძლებელი იყო, მას თვალებში ჩავხედე, მე ის მიყვარდა მაგრამ ამას ახლა ვერ ვგრძნობდი, ჩემში მხოლოდ შიმშილის ინსტიქტი მოქმედებდა, მისკენ გადავიხარე და და ვუკბინე, მის ქორფა სისხლს გამალებით ვწოვდი, კონტროლი სულ დავკარგე საკუთარ თავზე,


ვგრძნობდი თუ როგორ იცლებოდა ბავშვი სისხლისგან, მაგრამ გაჩერება არ შემეძლო. ბოლოს ადამიანურმა ისტინქტმა თავი იჩინა ჩემში და გავიწიე, როცა დავინახე ჩემს მიერ მოკლული ჩემი და საწოლზე ესვენა,,,საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, გაურკვევლობაში ვიყავი, სწრაფად გავშორგი იქაურობას და ტყეში გავრბოდი, მაგრამ საით მიმეჩქარებოდა ვერ ვხვდებოდი, ვკიოდი, საკუთარ თავს დაწყევლილს ეშმაკის მსახურს ვუწოდებდი, მეზიზღებოდა ყოველივე რაც ამ მხეცთან მაკავშირებდა, მინდოდა თავი მომეკლა მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი რომ ეს შეუძლებელი იყო....


ქოხში დავბრუნდი, თვალებიდან ცრემლები გამალებით მომდიოდა, ვიტანჯებოდი, მინდოდა უკან დავბრუნებულიყავი და საკუთარი სისხლით იგი გარდამექმნა, მაგრამ მალევე მოვეშვი ამაზე ფიქრს, რადგან ვერ დავუშვებდი ჩემი და ოდესმე იმ მდგომარეობაში ჩამეგდო რაშიც ახა მე თვითონ ვიყავი. ვერ დავუშვებდი ისე დამეტანჯა როგორც მე............................ჩემი ცხოვრება შუაღამეს გავდა სადაც სინათლის ერთი ნაპერწკალიც კი არსად ჩანდა, წინ კი მთელი მარადისობა მელოდა....ეს კი ზალიან მაშინებდა.







თუ 10 კომენტარი არ მოუგროვდება მოთხრობას არ გავაგრძელებ !!!!....
კატეგორია: Book <3 | ნანახია: 1311 | დაამატა: Gvantsa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 71 2 »
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-07-11 12:47 PM) [Entry]
Scodavi :((