შუაღამის მზე(7 თავი) - 13 ივლისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივლისი » 13 » შუაღამის მზე(7 თავი)
11:28 AM
შუაღამის მზე(7 თავი)
შუაღამის მზე






მახსოვს იმ დღეს მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი იყო ამიტომაც მე თამამად შევძელი მისი დღისით ნახვა, ვფიქრობდი რომ შეიძლებოდა ჩემი სიმართლით წერტილი დამესვა ჩვენი ურთიერთობისათვის, არ ვიცოდი ამის გადატანას როგორ შევძლებდი, გადავწყვიტე ორი დღე თავი შემეკავებინა და ადამიანის სისხლი არ დამელია, ასეც მოვიქეცი, მართალია მშიერი ვიყავი, საშინლად ვგრძნობდა თავს ჩემი ვამპირული ნაწილი, მაგრამ მეორეს მხრივ მე როგორც ადამიანი ამაყი ვიყავი საკუთარი მოთმინების უნარით..........




ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო ის და მე ტყვეში წავედით, გზაში უამრავ სახალისო თემებზე ვსაუბრობდით, ვიცინოდით, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა თითქოს ეს ყოველივე უკანასკნელი იყო ჩემთვის, და ცხოვრებაში უკანასკნელად ვიცონოდი მასთან ერთად...........




შებინდდა, შიმშილის გრძნობა მკლავდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, დავაპირე საუბარი კვლავ ვამპირებზე წამომეწყო, მაგრამ მან მთხოვა იმ არსებების გახსენებაც არ უნდოდა და მოულოდნელად მაკოცა,




ამის შემდეგ ჩემში ერთიანად გაიღვიძა მცაცებელმა და მოსიყვარულე ადამიანმა, მევრძოდი ჩემს მეორე მეს, უნდა გავჩერებულიყავი თორემ არ ვიცოდი რა შეიძლება ჩამედინა. თავი გავწიე ისე რომ მას ეჭვი არ აეღო............უეცრად ვიგრძენი რომ ვიღაც გვითვალთვალებდა, მე შევნიშნე ჩრდილი, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავი იყო, მივხვდი რომ ეს ის ადამიანი იყო ვინც გარდამქმნა, მინდოდა წავსულიყავი და მომეკლა , მაგრამ რაღაც ძალამ დამაკავა. გამახსენდა აქ რატომაც ვიყავი. მის ლაპარაკს აღარ ვისმენდი, შიმშილის და სინდისის გრძნობა ერთიანად მაწუხებდა, მოულოდნელად დავიწყე:-"არ ვიცო შეიძლება ამის შემდეგ შემიძულო, მაგრამ აღარ შემიძლია ტყუილში ცხოვრება, სიმართლე უნდა გითხრა ჩემს შესახებ."




მის პასუხს ველოდი, მას ეს არც გაკვირვებია თითქოს იცოდა ან გრძნობდა რომ რაღაცას ვუმალავდი. როცა საუბარს ვიწყებდი ის ბალახზე დაჯდა და ინტერესით შემომხედა თვალებში, მანიშნა მეც დავმჯდარიყავი, ასეც მოვიქეცი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ხელი ძირს მიწაზე დადო და...................მე ვიგრძენი სისხლის სული, ერთბაშად მომაწვა ყელში შიმშილის დაკმაყოფილების ინსტინქტი, მან ხელი აიღო მიწიდან და დავინახე თუ როგორ მოსდიოდა ის წითელი სითხე,




ვიგრძენი ჩემი სახე როგორ დაიძაბა, ვიგრძენი როგორ ჩამომეზარდა კბილები. თავი უკან გავწიე იმ იმედით რომ შევძლებდი ამას გავმკლავებოდი, უეცრად ისევ ის შავი ჩრდილი დავინახე რომელიც მაცდურად იღიმოდა თითქოს უხაროდა რომ მე ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, უმართავი გავხდი, სისხლის სუნი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, სახე კვლავ მეჭიმებოდა.............საბოლოოდ ვიგრძენი როგორ გაიღვიძა ჩემში დემონმა,




მე ის სოფია არ ვიყავი რომელიც ერთი წუთის წინც ცდიობდა ადამოანური გრძნობების წინ წამოწევას, ახლა ეშმაკის მსახური ადამიანების მკვლელი იყო თქვენს წინაშე, მეხოლოდ ორი შიტყვა ჩამესმოდა ყურში"სოფია კარგად ხარ? კარგად ხარ?"
ვიგრძენი როგორ ვძლიერდებოდი, ჩემი ჩვეული სისწრაფით წამოვხტი, მხოლოდ მისი განცვიფრებული მზერა მახსოვს სხვა არაფერი, გავუღიმე დამცინავად, მივვარდი და ყელში ვუკბინე,






როცა მის სისხლს შევეხე ერთბაშად ავინაზღაურე ორი დღის მოთმინების ნაყოფი, ვსვამდი ჩემი საყვარელი ადამიანის სისხლს, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი, მხოლოდ კვნესას ვგრძნობდი,




მოულოდნელად გავჩერდი არ ვიცი რა ძალამ მანიშნა მაგრამ უკან გამოვიწიე, სახე დამიმშვიდდა ყველაფერი აღმიდგა გონებაში, და ჩემს თვალწინ ეგდი ჩემთვის უძვირფარესი ადამიანი რომელიც ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა, ცრემლები მომდიოდა ბოდიშს ვუხდიდი, ვთხოვდი არ მომკვდარიყო,




უეცრად ის ჩრდილი მომიახლოვდა და მითხრა:-"დროა მას შენი სისხლი მისცე და გარდაქმნა" 
გამწარებული ახლა მას მივვარდი:-"არასოდეს გავაკეთებ ამას, მას ვერ გავიმეტებ იმ ტანჯვისთვის რასაც ახლა მე განვიცდი" 
-მაშინ ის მოკვდება. 
-არა შენ მოკვდები 
მე მივვარდიამ ადამიანს და შური ვიძიე ერთ წამში იმ ყველაფრისთვის რაც კი მან გააკეთა, მე ის ვამპირი გამწარებულმა და გაუბედურებულმა ისე მოვკალი ვერც კი მივხვდი რას ვაკეთებდი................ 
გვამი დავწვი, ხოლო ჩემი ერთადერთი სიყვარული დავმარხე......................თავს ვიტანჯავდი, საკუთარი თავი ჩავიკეტე ერთ გამოქვაბულში იმის იმედით რომ სისხლს ვერ მივიღებდი და დავლპებოდი, გავიხრწნებოდი, მაგრამ მტაცებლის ინსტინქტმა აქაც მაჯობა, ჩემი ძალის საშველებით გამოღწევა შევძელი............მაგრამ რა მომირჩენდა იმ იარებს რაც გულში მქონდა........სიკვდილის წინ მახსოვს მას თვალებში ვუყურებდი, 




ვტიროდი და პატიებას ვთხოვდი, მან შემომხედა ცრემლი ჩამოივარდა და მითხრა რომ სიმართლე იცოდა და ყველაფერს მპატიობდა იმიტომ რომ ვუყვარდი..............ამ ამბით განადგურებული ვცხოვრობ დღემდე, არ ვიცი რისთვს ვარსებობ, იმდენი რამ გადავიტანე რომ ამის შემდეგ ჩემი სული და გული მთლიანად გაცივდა ახლა მართლა უცხოა ჩემთვის ადამიანური გრძნობები და თამამად გეტყვით მე ცივსისხლიანი მონსტრი ვარ რომელიც ანადგურებს ადამიანებს და ამით არის ბედნიერი........
შუაღამის მზე თანდათან ჩაესვენა და ჩემი ცხოვრება ვკვალ უკუნეთს დაემსგავსა








ბავშვებო, მადლობთ რომ კითხულობდით ჩემს მოთხრობას........ვეცდები ახლო მომავალში რაიმე საინერესო კიდევ დავწერო მიყვარხართ ყველა



კატეგორია: Book <3 | ნანახია: 1542 | დაამატა: Gvantsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-07-13 11:42 AM) [Entry]
Dzaan Magari Iyo Magram Rom ar momkvdariyo