...Stranger...#1... - 28 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 28 » ...Stranger...#1...
4:29 PM
...Stranger...#1...
ამ მოთხრობის მთავარი გმირი ნინა დობრევაა (მოთხრობაში "მელის ჯოუ")



სანამ მოთხრობას დავწერ მინდა ცოტა რამ მოგითხროთ მასზე:

მელის ჯოუ ამერიკელი გოგონაა, რომელსაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა, ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში. მას მერე მელისას ბებია ზრდიდა.
ის ახლა 16 წლისაა, ბებიას აღარ შეეძლო მისი მოვლა და სკოლა-პანსიონატში გააგზავნა, სიეტლიდან - ფლორიდაში...

(მოთხრობა დაწერილია პირველ პირში)


"არ მჯერა! პირველად მივდივარ სახლიდან ასე შორს, თანაც მარტო!" - ვფიქრობ ჩემთვის, ბებიას ვემშვიდობები და თვითმფრინავში ავდივარ.
საერთოდ თვითმფრინავშიც კი პირველად ვზივარ! ჩვენი რეისი აფრინდა ..




ციდან ყველა ისეთი პატარა ჩანს! გეგონებიან პატარა მწერები დაცოცავენ ასანთის კოლოფებში! თვითმფრინავი ღრუბლებს ზემოთ ავიდა მეც ვეღარაფერს ვხედავდი! ამიტომ აიპოდი ამოვიღე და მუსიკების მოსმენა დავიწყე.. როგორც ყოლთვის, სმენისას ჩამეძინა ..

ფლორიდული სიზმრებიდან პილოტის ხმამ გამომიყვანა ..
- 10 წუთში დავჯდებით! გთხოვთ მოემზადოთ! მეც აიპოდი შევინახე და "მოვემზადე". თვითმფრინავი დაჯდა, მე ჩემი ჩემოდნები ავიღე და გარეთ გავედი.
იქაურობა ბევრად ჯობდა სიეტლს!

 

- WOW .. !! - ჩავილაპარაკე ჩემთვის.

-თქვენ მელის ჯოუ ბრძანდებით? - ჩემთან ერთი კაცი მოვიდა.
- დიახ, მე ვარ. (მე) - მე თქვენი მძღოლი ვარ, დევიდი, სკოლა-პანსიონატამდე მიგიყვანთ.
- გმადლობთ! - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.


აღმოჩნდა, რომ ეს სკოლა-პანსიონატი აეროპორტიდან საკმაოდ ახლოს მდებარეობს .. 10 წუთში მივედით.

- მოვედით! (დევიდი)
- დიდი მადლობა! - ვუთხარი, ჩემოდნები გადმოვიღე და შენობაში შევედი.

ეს სახლი ( შენობა, რომელშიც სკოლის გარეთ ვიყავით) შიგნიდან მე-18 საუკუნეების სტილში იყო გაფორმებული. ვერ ვიტყვი ძველებული სტილი მომწონს მეთქი, მაგრამ ეს დეკორაციები ნამდვილად გემოვნებით იყო შერჩეული!

- მის ჯოუ, არა? - ოთახიდან ვიღაც კაცი გამოვიდა. დაახლოებით 45 წლის.
- დიახ, და თქვენ...
- მე მარტი როდენ მო-არი ვარ. ამ სახლის ზედამხედველი. თუ არ ვცდები, თქვენ ზუსტად 2 კვირით დაიგვიანეთ ჩამოსვლა! ამიხსნით?
- მმ..უამინდობის გამო, სიეტლში რეისები გადაიდო და აქმადე ჩამოსვლა ვერ მოვახერხე! (მე)
- წამოდით, თქვენს ოთახს გაჩვენებთ!

მე მას გავყევი.

- ბიჭების ოთახები ქვედა სართულზეა, გოგონების მეორეზე! (მარტი)

ჩვენ ერთ-ერთ ოთახში შევედით.

- აი ეს თქვენი ოთახია! ეს საწოლი თქვენ გეკუთვნით! ახლა კი მცირეოდენ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან წესებს გაგაცნობთ! რომლის დარღვევა სასტიკად ისჯება!
პირველი და, მთავარი წესი: სხვენზე ასვლა გეკრძალებათ!
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ჩემს კაბინეტში და ბოლო : სანამ სახლიდან წასვლას დააპირებთ, სპეციალურად განკუთვნილ წიგნში უნდა ჩაეწერო, რომელიც მდებარეობს პირველ სართულზე! (მარტი)

ამ დროს ოთახში ერთი გოგო შემოვიდა და იკითხა...
- აქ რა ხდება?
- მის მილინგტონ, ეს თქვენი ახალი ოთახის მეზობელია, გთხოვთ დაათვალიერებინოთ შენობა! (მარტი)
- მოიცათ...
- საქმეს მიხედეთ! (მარტი) - თქვა და გავიდა.
- მე მელისა ვარ. (მე)
- ეშლი.



- ესე იგი შენ ახალი ხარ ხო? როდის ჩამოხვედი? (ეშლი)
- ამ დილით. 2 კვირის წინ უნდა ჩამოვსულიყავი. სიეტლში ვცხოვრობდი და რეისები გადაიდო. ამიტომ დღეს მოვედი! (მე)
- მარტი რა გამაღიზიანებელია არა? (ეშლი)
- გამაღიზიანებელი ზედმეტად რბილი ნათქვამია! (მე)
- 10 წუთში სადილი იქნება და ჩავიდეთ? (ეშლი)
- კი, რატომაც არა! ( მე)


ჩემოდნები იქვე მივაყუდე და ჩავედი. ყველა უკვე მაგიდასთან იჯდა.

- ჰაი, მე მელისა ვარ! - ვთქვი.
- ჰაი .. -ყველამ ერთად მიპასუხა.

მეც ცარიელ ადგილას დავჯექი და ჭამა დავიწყე.

- სპაგეტის თეფში მომაწოდე! - უთხრა ერთმა ბიჭმა მეორეს.
- ეხლავე! - უთხრა მეორემ და სპაგეტი შეაყარა.
-მე ვთქვი თეფში ხელში და არა სპაგეტი სახეში! - ისევ პირველმა თქვა და სალათის ფურცლები შეაყარა.

მერე ვიღაცამ რა ისროლა, ვირაცამ - რა და აი სადილიდან მე ჭუჭყიანი გამოვდივარ. ჩემს ოთახშI ავედი, ეშლი უკვე იქ იყო.

- აქ ყოველ დღე ასე ხდება? (მე)
- არა, წესით მარტო მაიკი და გეიბი თამაშობენ! (ეშლი)
- ვინ?? (მე)
- ის ორი ბიჭი ჩხუბი ვინც დაიწყო! (ეშლი)
- აა... სულ საწებელში ვარ ამოთხვრილი! (მე)
- მე არა! (ეშლი)
- რაა? როგორ? მთელი სასადილო დათხვრილია! (მე)
- მაგიდის ქვეშ შევძვერი! (ეშლი)
- ჰო, მე ეგ ვერ მოვიფიქრე! (მე)

შემდეგ ჩემი ნივთები ამოვალაგე და გამოვიცვალე.

მოგვიანებით წამოღებული ლეპტოპი ჩავრთე და Facebook-ი გავხსენი.

- რას შვები? (ეშლი)
- Facebook -ში ვარ! (მე)
- გირჩევნია ეგ მარტის არ დაანახო! სასტიკად კრძალავს ლეპტოპებს! - თქვა და თვითონაც ლეპტოპი ამოიღო, - მითხარი როგორ ხარ და დაგამატებ.

მე ვუთხარი და Facebook-შიც დავამატე.

ამასობაში მოსაღამოვდა და ქვედა სართულიდან მარტის ხმა გაისმა...


- უკვე 10 საათია! თქვენ იცით ეს რას ნიშნავს! ყველანი თქვენ-თქვენ ოთახებში წადით და დასაძინებლად დაწექით! (მარტი)

მე მართლაც რომ დაღლილი ვიყავი, ლეპტოპი საწოლის ქვეშ შვაცურე და დასაძინებლად დავწექი. დაძინება არც გამჭირვებია.

ღამით უცნაური სიზმარი მესიზმრა...

გავრბოდი, ამ სახლში ვიყავი და რაღაცას სეშინებული გავურბოდი.

რომელ კარსაც არ უნდა მივახლოებოდი, ის იხურებოდა და გაქცევას ვერ ვახერხებდი .. ამ დროს ერთი კუთხიდან შავებშI გამოწყობილი, ნახევრად "გამჭვირვალე" ქალი, ე.წ. "სული" გამოვიდა.

- როგორც იქნა! შენ აქ ხარ! როგორც იქნა ეს დღე დადგა! შენ ის უნდა იპოვო, გესმის? უნდა იპოვო! - ამბობდა ის.
- რა, რა უნდა ვიპოვო? - ვამბობდი შეშინებული.
- ონიქსის ქვა რა თქმა უნდა! შენ ის უნდა იპოვო! რაც შეიძლება მალე! თორემ სიცოცხლით აანაზღაურებ!
- როგორ? როგორ უნდა ვიპოვო?!? - უკვე ვყვიროდი.
- მე შენ დავალებას გაგიმარტივებ! ეს აიღე და ონიქსის ქვა რაც შეიძლება მალე იპოვე! იპოვე, თორემ სიცოცხლით აანაზღაურებ! - თქვა მედალიონი გამომიწოდა.
მე რა თქმა უნდა არ გამომირთმევია, ამ დროს მაღვიძრამ დარეკა და მეც თვალები გავახილე.

- პირველი დღეა, ვნერვიულებ, უცნაური სიზმრები თავისთავად უნდა იყოს! - ვიმშვიდებდი თავს.

წამოვჯექი და ამ დროს ვიგრძენი, რომ მუცელზე რაღაც ცივი მეხებოდა...


იმედია მოგეწონათ!
ყოველ დღე დავდებ,
თუ რა თქმა უნდა გინდათ...
აუცილებლად შემიფასეთ... :**
კატეგორია: Book <3 | ნანახია: 1225 | დაამატა: -LiiZ=]] | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 71 2 »
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-06-28 4:38 PM) [Entry]
Kargia Gaagrdzele