...Stranger...#2... - 29 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 29 » ...Stranger...#2...
8:49 PM
...Stranger...#2...
ბავშვებო ძალიან დიდი მადლობა ,
რომ კითხულობთ და ,
განსაკუთრებით , რომ მოგწონთ .. !!


________________________________________________________________

- პირველი დღეა, ვნერვიულებ, უცნაური სიზმრები თავისთავად უნდა იყოს! - ვიმშვიდებდი თავს.

წამოვჯექი და ამ დროს ვიგრძენი, რომ მუცელზე რაღაც ცივი მეხებოდა...

მაისური ავიწიე და .. ალბათ მიხვდით უკვე, არა? ის მედალიონი მეკეთა ის "სული" რომ მაწვდიდა...

- კარგი , ეს ასე არ უნდა იყოს !! - ჩავილაპარაკე.




- რა არ უნდა იყოს? (ეშლი)
- შენ გღვიძავს?? (მე)

- ჰო, მღვიძავს უკვე ნახევარი საათია. ესე იგი რა არ უნდა იყოს?!? (ეშლი)
- ნუუ...(მე)




- თქვი !! (ეშლი)
- კარგი. ესე იგი ღამე დამმესიზმრა, რომ ერთი ქალი..ნუ სული...
- სული? - შემაწყვეტინა.
- ჰო, სული. მეუბნებოდა, რომ რაღაც ომიქსის თუ ონიქსის ქვა უნდა მეპოვა და რაღაც მედალიონი გამომიწოდა. მაღვიძებს მაღვიძარა და ეს მედალიონი ყელზე მიკეთია. ეს შესაძლებელია?!? (მე)
- მეც კი არ ვარ მაგდენად სულელი რომ ეგ დავიჯერო! (ეშლი)
- არა მართლა! აი ნახე! - ვუთხარი და მედალიონი მოვიხსენი.
- იქნებ ის ნაყიდია? (ეშლი)

- მისმინე, ვიცი "ახალი" ვარ და არ მენდობი ჯერ, მაგრამ დამიჯერე ეს ასეა! (მე)
- კარგი ასეც რომ იყოს ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო?? მან რა , გაიძულა გგონებოდა, რომ ეს სიზმარი იყო?!? (ეშლი)
- მოჩვენებები არ არსებობენ ეშლი! ნუ არც სულები! (მე)
- აბა როგორ ახსნი ამ ყველაფერს?? (ეშლი)
- არ ვიცი. (მე)




- მე ვიცი. ეხლა გამოვიცვლი და ყველას მოვუყვები ამაზე! (ეშლი)
- ეე...მოიცა მოიცა მოიცა! შენ ამაზე არავის არაფერს ეტყვი! (მე)

- მაგრამ ..
- არანაირი მაგრამ! ეს საიდუმლოა! (მე)



- კარგი ჰო! საიდუმლო! (ეშლი)

მე სკოლის ფორმა ჩავიცვი და სასაუზმოდ ჩავედით.

ჩვენთან ერთად გამოვიდნენ დანარჩენებიც. ამჯერად საუზმემ მშვიდობიანად ჩაიარა და სკოლაში სუფთა წავედი .. :))

რატომღაც მეგონა, რომ ეს სკოლა განსხვავდებოდა ჩემი ძველისგან ..
მაგრამ არა! ესეც ისეთი მოსაწყენია, როგორიც წინა და საერთოდ ყველა!

ბოლო სპორტი გვქონდა , ღმერთო როგორ მეზიზღება ეს გაკვეთილი !!

ის ყველაზე მეტად გაიწელა ..

მილიონნაირ ვარჯიშებს გვაკეთებინებდნენ !!




როგორც იქნა ისიც დამთავრდა და სახლში წამოვედით.

- ძლივს! (მე)
- ძლივს რა? (ეშლი)
- ძლივს დავამთავრეთ!

- აა ხო! :)) (ეშლი)

ჩვენ სახლში შევედით.

- იქ რა არის? - ვკითხე ეშლის ერთ-ერთ ჩაკეტილ კარზე
- სხვენი. მარტი რო გვიკრძალავს შესვლას ის!
- გვიკრძალავსო?!?




- ჰო რა, არ იც...ო არა! არა არა არა! შენ იქ არ შეხვალ!
- მართალია! არ შევალ! "ჩვენ" შევალთ!

- მე მითუმეტეს არ შემოვალ! (ეშლი)
- მართლა? (მე)




- ოო !! კარგი ხო! ოღონდ ეგრე ნუ მიყურებ!
- ჰაჰააა! წავედით! (მე)
- მოიცა მოიცა! მთავარი დაგავიწყდა!
- როგორ უნდა გავაღო კარი? (მე)
- ჰო! ის ჩაკეტილია!

მე თმისსამაგრი ამოვიღე.


- მოიცა და იქნებ იქ ჭუჭყია?!? (ეშლი)
- არ არსებობს სხვენი ჭუჭყის გარეშე! (მე)
- აუუ... ახალი ტუფლები მაცვიაა! სულ დაიმტვერებაა!!!
- არაუშავს, გარეცხავ!

მე ეშლის ხელი მოვკიდე და კარისკენ წავიყვანე.

არც ისე ბევრი წვალების შემდეგ კარი გავაღე, სხვენში შევედით და ისე მივხურე, რომ ჩაკეტილს გვანებოდა.


- შენ თქვი ჭუჭყი! მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ სიბინძურეს გულისხმობდი!
- ეშლი ეს მხოლოდ მტვერია! ნუ ასევე ობობის ქსელებიც! ეი იქ კიბეა! წამო ავიდეთ!
- აუუუ...მეშინიაა! (ეშლი)
- ეშლი ეს სხვენია და არა მიტოვებული სასაფლაო! წავედით!

მე და ეშლი კიბეებზე ავედით.
გზაში რაღაც სისინა ხმა ჩამესმა.

- რა თქვი? - ვკითხე ეშლის.
- არაფერი! (ეშლი)


ეს ხმა ისევ განმეორდა, მაგრამ ამჯერად მე მისი მესმოდა!
ეს იმ "სულის" ხმას გავდა.
ის ამბობდა:

"დასაწყისი სხვენშია! იპოვე ის, თორემ სიცოცხლით აანაზღაურებ!"

- მორჩა! წავედით აქედან! - ვთქვი შეშინებულმა და უკან გავბრუნდი.

კარი გავაღე და ამ დროს მარტი შეგვეჩეხა...



დაამოწმა,შეასწორა და გაალამაზა: CisiKoOo-მ

კატეგორია: Book <3 | ნანახია: 989 | დაამატა: -LiiZ=]] | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 71 2 »
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-06-29 9:03 PM) [Entry]
Gaagrdzelee Magaria Dzaan ))