კიმ კარდაშიანს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე
სექსუალური ქალბატონი გახლავთ, ფეხსაცმელების უდიდესი კოლექცია აქვს. მის
გარდერობში 224 წყვილი ფეხსაცმელი მხოლოდ კრისტიან ლაბუტენის დიზაინითაა
შექმნილი, ხოლო სხვა ბრენდის ნაწარმი არც კი დაუთვლია. კიმმა აღიარა, რომ
კარიერაში წარმატების მისაღწევად მას დიდი შრომა დასჭირდა. გოგონამ თავი
მრავალ სფეროში მოსინჯა: კინოში, ტელევიზიაში, მუსიკასა და მოდის
ინდუსტრიაშიც კი. ამბობენ, რომ კარდაშიანის პოპულარობა ძირითადად მისი
სხეულის მადისაღმძვრელმა ფორმებმა განაპირობა.
|