ჩემი საკონკურსო თემა ამჯერად ეხება ჩემს სტილს,რაზე საუბარიც არც ისე მარტივია ჩემი სტილი ეს არის ნაზავი კლასიკური და სპორტულისა.. ზოგადად ვერ ვიტან კაბების ჩაცმას და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ შარვლებში, მაგრამ რადგან სკოლის მოსწავლე ვარ იძულებული ვარ სკოლის წესებს დავემორჩილო და სკოლის ფორმა ვატარო:შავი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია ჩვეულებრივ დღეებში ყოველთვის ვცდილობ შარვალი ან შორტები ჩავიცვა, შემოდგომასა და გაზაფხულზე როგორც კი ოდნავ აცივდება ვიცმევ უგებს, რომელიც ძალიან შემიყვარდა, ასევე მომწონს გრძელი მოსასხამები და კაშნე, ძალიან ვერ ვიტან ზამთარს, იმიტომ რომ ცივა და თბილად ჩაცმა მიწევს ( დამაჯერებელი მიზეზია არა??:D) ჩვენი სკოლის წესები არც ზამთარში გვასვენებენ და აქაც ჩვეულებრივ შავი კაბის ჩაცმა მიწევს, თუ სადმე სხვაგან ვარ წასასვლელი ვიცმევ ჯინსის შარვალს აუცილებლად, ჩექმებს,ქურთუკს და შარფს აი ზაფხული კი ჩემი თავისუფლების პერიოდია, როცა ძალიან თავისუფლად მაცვია ხოლმე:სარაფანები, მოკლე შორტები,სანდლები... ჩემი სტილის შედარება ვინმესთან რთულია.. მაგრამ ეს ალბათ მაინც სელენა გომეზისას ჰგავს რადგან მისი გემოვნება ჩემსას ემთხვევა (თან მგონი სრულიად)))))
დაამოწმა და შეასწორა:smail
|