ბრიტანელი სოულ-შემსრულებელი ადელი ჯგუფის „Mumford & Sons" ფრონტმენის, მარკუს მამფორდის და მასხიობ კერი მალიგანის ქორწილში იმღერებს.
„გრემი 2012"-ის ექვსი ჯილდოს მფლობელი ბედნიერი წყვილისთვის რამდენიმე
კომპოზიციას შეასრულებს. კერი და მარკუსი ადელის დიდი თაყვანისმცემლები
არიან... ადელს ყოველთვის სურდა „Mumford & Sons"-თან მუშაობა და
როდესაც მარკუსმა მას სიმღერა სთხოვა, სიამოვნებით დათანხმდა.
ახლადდაქორწინებულები ძალიან ბედნიერები არიან!" - აცხადებს წყვილის
ერთ-ერთი მეგობარი გამომცემლობასთან „The Sun" საუბარში.
აღსანიშნავია, რომ ადელი „Billboard Music Awards"-ის ნომინაციებში 18
კატეგორიით ლიდერობს. ერთ-ერთ ნომინაცაში „საუკეთესო არტისტი", მასთან
ერთად წარდგენილნი არიან ლედი გაგა, რიანა, კეთი პერი და ლილ უაინი
|