ის არის ბელიებერი. თუმცა ცნობილი ამით კი არა, არამედ მისი სულელური თვითებით გახდა. მოდით მაგალითებს მოგიყვანთ :
' თუ მე არჩევანის გაკეთება მომიწევდა ჩემი ოჯახისა და ან ჯასტინის მოკვლის შორის, მე მოვკლავდი ჩემს ოჯახს ' ' მაიკლ ჯექსონი აკოპირებდა ჯასტინის მოწყობილობებს [ აქ ჩაცმულობაზეა საუბარი ] რა ორიგინალური ხარ მაიკლ.. არა !
' აი რატომ ვერ ვიტან კურტ კობიანსა და მის ჯგუფს. არაპროფესიონალური !, მიხარია, რომ მოკვდით ! '
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ეს ფოტო ფოტოშოპია, შესაბამისად კურტ კობიანი იქ ჯასტინის ფოტოს არ წვავს, რადგან ის 1994 წელს გარდაიცვალა. ვაიმე :დ
' იესო ქრისტე არ არის ნამდვილი. ნამდვილი რომ ყოფილყო, კიბო არ იარსებებდა. ბიბერი ნამდვილია და ის აძლევს ფულს კიბოს ფონდისთვის. ის ისეთი გმირია '
' მე ვკითხულობ, ვინ არის კურტ კობიანი ხალხი ამბობს, რომ ის არის Nirvana - დან. ეს ხალხი, სერიოზულად დამუნჯდა ? ის NEVADA - დანაა. თქვენ რა ვერ სწავლობდით გეოგრაფიას ? '
' ჯასტინ ბიბერი ბევრად უკეთესია კურტ კობიანზე. ჰყავდა კურტ კობიანს ამხელა ფანბეისი თვიტერზე ? (კურტ კობიანის დროს თვიტერი არ იყო )
გეტყვით, რომ ეს გოგო ან ძალით იდებილებს ასე თავს, ან მეცოდება. და ბოლოს მინდა ნახოთ მისი თვითი :
' დაარეთვითეთ, თუ გძულვართ ' ამ პოსტს ჰქონდა 10,657 რეთვითი და ახლა ალბათ უფრო მეტი აქვს
ბავშვებო სერიოზულად შემეცოდა ეს გოგო .... სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს :)) არ არის ასეთი სიყვარული საჭირო ჩემი აზრით !!
თქვენ რას იტყვით ამ გოგოზე???
|