რამდენიმე წლის წინ, ბრედ პიტმა განაცხადა,
რომ ანჯელინა ჯოლის მანამდე არ მოიყვანდა ცოლად, სანამ ერთსქესიანი
ქორწინება არ იქნებოდა შესაძლებელი. დღეს, როცა გეი და ლესბოსელ წყვილებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში უფლება აქვთ თავიანთი ურთიერთობა დააკანონ,
ვარსკვლავებმა შეუღლება გადაწყვიტეს. ანჯელინასა და ბრედის ქორწილი ერთი
თვის მერე გაიმართება. თუმცა, ჯოლის მომავალ დედამთილთან უკვე უთანხმოება
აქვს. ბრედის დედამ, ჯეინ პიტმა ერთ-ერთ ცენტრალურ გაზეთს ღია წერილი
გაუგზავნა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს ერთსქესიანი ქორწინების მხარდაჭერისთვის
აკრიტიკებს. ანჯელინა ძალიან განიცდის, რომ მისი საყვარელი მამაკაცისა და
დედის აზრი ასე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მსახიობმა პიტს
სთხოვა ჯეინს დალაპარაკებოდა და დაერწმუნებინა, რომ ასეთ დელიკატურ თემაზე
საჯარო გამოსვლები დაესრულებინა. თუმცა, ბრედი ამაში პრობლემას ვერ ხედავს
და ანჯელინას მომავალი დედამთილის გადარწმუნება დამოუკიდებლად მოუწევს.
|