ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მომავალი ოლიმპიადის საპატივცემულოდ,
გრანდიოზული ღონისძიების მოწყობა გადაწყვიტეს. ჰოლივუდის ყველაზე
პოპულარული წყვილის მიერ ორგანიზებული საღამო, 25 ივლისს, ოლიმპიადამდე ორი
დღით ადრეა დაგეგმილი.
როგორც ამბობენ, ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, ღონისძიებაზე დასასწრები
მოსაწვევი უკვე გაუგზავნეს ქეით მიდლტონს. საიდუმლო არ არის რომ ანჯელინა
ჯოლი ინგლისის პრინცესის თაყვანისმცემელია. ჯოლი არ მალავს, რომ დიდი ხანია
მიდლტონის გაცნობაზე ოცნებობს.
როგორც ამ დროისათვის ცნობილი გახდა, ლონდონში დაგეგმილ ჰოლივუდურ
ღონისძიებაზე ასევე დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, პრინცი ჰარი, მაიკლ
დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი არიან დაპატიჟებული.
|