ბიონსემ გადაწყვიტა ქმრისთვის ძვირფასი
საჩუქარი გაეკეთებინა და მამების დღეს, ჯეი ზის თვითმფრინავი უყიდა,
რომელიც სულ რაღაც 25 მილიონი ფუნტი ღირდა. მასში 15 მგზავრი ეტევა.
ვარსკვლავის მეგობრები ამბობენ, რომ ბიონსემ არაჩვეულებრივი გზა იპოვა
იმისათვის, რომ ქმრისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად კარგი მამაა Jay-z.
ეს მეუღლისთვის გაკეთებული პირველი საჩუქარი არაა, რომელზეც მომღერალმა
დიდძალი თანხა დახარჯა. რამდენიმე თვის წინ, ვარსკვლავმა რეპერს 300 ათასი
ფუნტი სტერლინგის ღირებულების ბეჭედი უყიდა. ამით ბიონსემ ქმრისადმი
მადლიერება გამოხატა, რომ საყვარელი მამაკაცი ორსულობის დროს მხარში ედგა.
|