ჯეი ზი და ბიონსე
დასვენებას გეგმავენ. პრესის ინფორმაციით, წყვილმა ლონგ აილენდის
აღმოსავლეთით მდებარე, პოპულარულ და პრესტიჟულ ადგილას, ჰემპტონსში ვილა
იქირავა. ამ ზღაპრულ ადგილას ისინი, მთელი აგვისტოს გატარებას აპირებენ,
რაც ცოლ-ქმარს 400 ათასი დოლარი უჯდება, ხოლო მისი საბაზრო ფასი 43,5
მილიონ დოლარს უახლოვდება. სახლის ტერიტორიაზე არის 18 მეტრი სიგრძის აუზი,
რომელსაც სპეციალური წყალქვეშა სტერეოსისტემა აქვს. ასევე მოწყობილია
ბოულინგისა და გოლფის სათამაშო ველი, სკეიტბორდისთვისა და კალათბურთისთვის
განკუთვნილი მოედანი და საჩოგბურთო კორტი. ბუნებრივია, ცოლ-ქმარი
დასასვენებლად თავიანთ ქალიშვილთან, ბლუ აივისთან ერთად გაემგზავრება.
წყვილი ძვირადღირებულ საჩუქრებს არც ერთმანეთისთვის იშურებს.რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტებისთვის
ცნობილი გახდა, რომ ბიონსემ მამების დღესთან დაკავშირებით, ჯეი ზის 50
მილიონ დოლარად ღირებული თხუთმეტადგილიანი თვითმფრინავი უყიდა, რომელსაც
ბორტზე საძინებელი და სამზარეულოც აქვს.
|