მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ძალზედ პოპულარული ჯგუფი Big Time Rush საფრთხის წინაშეა.
ჯგუფი შესაძლოა კარლოსმა დატოვოს, არა თავისი ნებით არამედ იძულებით.
საქმე იმაშია, რომ როგორც აღმოჩნდა კარლოსის ექს-გერლფრენდი სამანტა დროკი მისგან ბავშვს ელოდება.
კარლოსი და სამანტა ერთმანეთს 3 თვის წინ დაშორდნენ.
მათი დაშორების მიზეზი ის იყო, რომ სამანტამ კარლოსს სხვა ბიჭთან უღალატა.
არის ხმები, რომ ეს ბავშვი შესაძლოა არა კარლოსის, არამედ იმ ბიჭის იყოს, ვისთანაც სამანტამ მომღერალს უღალატა.
თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება და ბავშვის მამა კარლოსი იქნება, მაშინ მისი მენეჯერის განცხადებით, პენას მოუწევს ჯგუფი დატოვოს და Big Time Rush-მა ახალი მეოთხე წევრის ძიება დაიწყოს.