39 წლის კამერონ დიასმა გადაწყვიტა, წიგნი დაეწერა, რომელიც მოზარდი
მკითხველისთვის არის განკუთვნილი. მსახიობი გვიყვება, თუ როგორ უნდა
დავგეგმოთ დღე, რომ დრო და ძალაა მუშაობისა და დასვენებისთვის საკმარისი,
როგორი დიეტაა ეფექტიანი ზედმეტ წონასთან ბრძოლისას და როგორი კვებაა
საჭირო იმისათვის, რომ ფორმა შევინარჩუნოთ. წიგნში ფიზიკური დატვირთვის
რეკომენდაციებს დიდი ადგილი ეთმობა. მსახიობს მიაჩნია, რომ ახალგაზრდების
დიდ ნაწილს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობა არ ესმის. თუ მათ სურთ,
40 წლის ასაკშიც ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც მშვენიერი კამერონი, მაშინ
მსახიობის რჩევების გათვალისწინება მოუწევთ.
|