Candice Swanepoel სამხრეთ აფრიკელი მოდელია, რომელიც ცნობილი ამერიკული ბრენდის Victoria's secret-ის
მეშვეობით გახდა პოპულარული.
ქენდისი დაიბადა 1988 წლის 20 ოქტომბერს
სამხრეთ აფრიკის ერთერთ პროვინციაში. სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში
დაიწყო და უკვე 16 წლის ასაკში მისი შემოსავალი 5000 ევროს შეადგენდა. მას
უმუშავია ისეთ დიზაინერებთან როგორებიც არიან Tommy hilfiger,
Dolce&Gabbana, Shiatzy Chen, Sass and Bide, Betsey Johnson, Diane
von furstenberg.
2010 წელს კი მან Victoria's secret-ის ახალი საცურაო
კოსტიუმებისთვის კატალოგისთვის იპოზიორა ბრენდის სხვა მოდელებთან Lindsay
Ellingon, Rosie Huntington-Whiteley, Erin Heatherton-თან ერთად და ამავე
წელს Victoria's secret-ის ანგელოზი გახდა.
სიმაღლე: 1.75 პარამეტრები:84-59-88 თვალის ფერი: ცისფერი თმის ფერი: ქერა სააგენტოები:Ice Model Management IMG Models Why not model agency Modelwerk
საინტერესო ფაქტები Candice Swanepoel-ის შესახებ: ქენდისი პირველი სამხრეთ აფრიკელი მოდელია Victoria's secret-ში. საუბრობს აფრიკაანსულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. მისი მეტსახელია "Moosie", რომელიც პატარაობისას დედამ შეარქვა. ქენდისი გაიზარდა უზარმაზარ ფერმაში, რომელსაც თავის თავგადასავლების სამყაროს უწოდებს. ქენდისი ცხოვრობს ნიუ-იორკში.
მას უყვარს ზღვა, შოპინგი, ცეკვა და მეგობრების წრეში ყოფნა მოდელის საყვარელი ბრენდებია: Chloe, D&G, Christian Loubouton(shoes), Marc Jacobs(hand bags)
დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მას ძალიან უყვარს თავის ძაღლთან ლუნასთან ერთად ყოფნა მიუხედავად იმისა რომ ქენდისს აქვს მართვის მოწმობა, იგი ტაქსით ან ველოსიპედით მგზავრობას ამჯობინებს. მისი ჰობია: ბალეტი და ციგურაობა. მოდელის საყვარელი ფერია ღია ვარდისფერი.
იგი ინტენსიურად დაკავებულია ბოქსით. არ აქვს არცერთი ტატუ. ქენდისს აქვს პირსინგი ყურზე. ის აღმოაჩინეს 15 წლის ასაკში სუპერ-მარკეტში შოპინგისას. 17 წლიდან ხვდება ჰერმან ნიკოლსს, რომელიც ასევე მოდელია.