შარლიზ ტერონს ვარცხნილობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების არასდროს
ეშინოდა. მომავალმა გადაღებებმა კი მსახიობისგან ყველაზე რადიკალური
ტრანსფორმაცია მოითხოვა. ფილმისთვის „შეშლილი მაქსი" ვარსკვლავი თავის
ოქროსფერ დალალებს გამოეთხოვა და თავი ”ნულზე" გადაიპარსა. ახლა ტერონი
ქუჩაში მხოლოდ თავსაბურავით ჩნდება. სურათში მსახიობი მელოტი, ცალხელა,
მოჩხუბარი ქალის როლს თამაშობს. შარლიზმა განაცხადა, რომ ფილმის
სცენარისტმა ქალის უნიკალური პერსონაჟი შექმნა და ერთი სული აქვს, მუშაობას
როდის შეუდგება.