გუშინ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გაიმართა Giorgio Armani-ის ახალი 2012-13 წლის შემოდგომა/ზამთრის კუტიურის კოლექციის ჩვენება. იტალიელმა დიზაინერმა ამ სეზონზე ძალიან მკაცრი და ექსტრავაგანტული კოლექცია წარმოგვიდგინა, ფერთა გამა ძირითადად მოიცავდა: მუქი ლურჯ, შავ და პასტელის ფერებს. კოლექციაში საკმაოდაა გამოყენებული ბარხატის ქსოვილები, მბრწყინავი და ფერადი კაბები, ჭრილები, ბარხატის სწორი შარვლები, მუქი ლურჯი-იისფერი პიჯაკები და სხვა.
|