სელენა და ჯასტინი კინოდან წამოვიდნენ როცა ინციდენტი მოხდა!
Calabasas
Commons–ში ფილმის ყურების შემდეგ, წყვილმა დატოვა კინოთეატრი. მათ
შეეგებნენ უამრავი პაპარაცები – რაც არცერთისთვის უჩვეულო არ ყოფილა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მოხდა არც–თუ–ისე პატარა ინციდენტი. (რისი დეტალებიც ჩვენთვის ოფიციალურად არ არის ჯერ ცნობილი) ერთ–ერთი სანდო წყარო იუწყება რომ პაპარაცები, როგორც ყოველთვის, ჯასტინის
მანქანის წინ იდგნენ და მანქანის გაყვანაში ხელს უშლიდნენ. ჯასტინმა ზრდილობიანად
სთხოვა მათ გზიდან გადასულიყვნენ, რაზეც რეაგირება პაპარაცების მხრიდან არ
ყოფილა. ამის შემდეგ ჯასტინმა სცადა კამერა წაერთმია ერთი პაპარაცისათვის,
პაპარაცი და ჯასტინი, ორივენი ძირს დავარდნენ – ჯასტინს გასძვრა
ფეხსაცმელი და ქუდი პაპარაცთან ჩხუბისას. სელენამ და ჯასტინმა ამის
შემდეგ იქაურობის დატოვება გადაწყვიტეს, თუმცა აღმოჩნდა რომ სელენას დარჩა
ტელეფონი, და ამიტომ ისევ უკან დაბრუნდნენ. პაპარაცები უფრო გააქტიურდნენ
და 'სუნთქვის საშვალებასაც' არ იძლეოდნენ. ამის შემდეგ ადგილზე მოვიდნენ: სასწრაფო დახმარება, პოლიცია, ჯასტინის დაცვა, და ადვოკატები. ოფიციალურად არ არის ცნობილი მაგრამ ამბობენ რომ პაპარაცი აპირებს სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
ერთადერთი რაც დანამდვილებითაა ცნობილი არის ის რომ ჯასტინს არავითარ
შემთხვევაში არ უსვრია ფეხსაცმელი პაპარაცისათვის, და პაპარაცებს
შეურაწყოფა არ მიუყენებიათ სელენასთვის – რაზეც ჭორები დადის რომ ზუსტად
ამის გამო ეჩხუბა ჯასტინი პაპარაცს! მაგრამ ჭორები ჭორებია :)