სამწუხაროდ, ჭორები ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი
ვარსკვლავური წყვილის დაშორების შესახებ მართალი აღმოჩნდა. სამშაბათს ჯონი
დეპისა და ვანესა პარადის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრესას განუცხადა,
რომ 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი დაშორდნენ.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო,
ხოლო თავად განშორება - მშვიდობიანი.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი
იყო: „გთხოვთ, მსახიობებისა და მათი შვილების პირად ცხოვრებას პატივი
სცეთ!" ვანესასა და ჯონის ორი შვილი ჰყავთ - 13 წლის ლილი როუზი და 9 წლის
ჯეკი.
გასულ წელს პრესა
წერდა, რომ პარადი და დეპი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. 2010 წლიდან
მოყოლებული, ისინი წითელ ხალიჩაზე ერთად არავის უნახავს. თუმცა, ცოტა ხნის
წინ ჯონი ინტერვიუში ირწმუნებოდა, ჯერ არაფერი დამთავრებულა და ჩვენი
დაშორება მხოლოდ ჭორებიაო.48 წლის დეპი და 39 წლის პარადი ერთმანეთს
პირველად 1998 წელს პარიზის სასტუმროში შეხვდნენ, როდესაც ჯონი საფრანგეთში
ფილმ „მეცხრე კარიბჭის" გადაღებებზე იყო ჩასული.
მათი შვილები
|