ჯასტინ ბიბერის კონცერტზე დამსწრე ერთ-ერთი
ქალბატონი, მომღერლისგან საკმაოდ ორიგინალური გზით ცდილობს მსხვილი თანხა
მიიღოს. მომჩივანის თქმით, ბიბერის შოუს მსვლელობისას თაყვანისმცემლები ისე
ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ მას ამის გამო სმენა დაუქვეითდა. დაზარალებული
იმედოვნებს, რომ მომღერლისგან კომპენსაციის სახით 9,23 მილიონ დოლარს
მიიღებს.
ორი წლის წინ სტეისი უილსონ ბეტსმა ქალიშვილი
ჯასტინის კონცერტზე პორტლენდში წაიყვანა, სადაც „ხმაურის შეტევის
მსხვერპლი" გახდა. ქალის თქმით, ეს თავად ბიბერის დანაშაულია, რადგანაც მას
შემდეგ რაც ბიჭი „ალუმინის გულის ფორმის გონდოლაში ჩაჯდა და მაყურებელთა
შორის გასცურა", ბრბომ ღრიალი უფრო ხმამაღლა დაიწყო, რის შედეგადაც ბეტსს
სმენა საბოლოოდ დაუზიანდა. ქალი ირწმუნება, რომ მას არა მხოლოდ ცუდად
ესმის, არამედ ყურებში გამუდმებული პულსაციის გამო ძილიც დარღვეული აქვს.
არც ბიბერის იურისტი და არც თავად მომღერალი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით
არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.
|