ფრანგული მუსიკალური პროექტის „M83" წევრებმა ამერიკელ მომღერალს ქეით პერის თანამშრომლობა შესთავაზეს. მუსიკოსებმა სურვილი გამოხატეს ქეითს მესამე ალბომის ჩაწერაში დაეხმარნონ.
აღსანიშნავია, რომ მათ რამდენიმე დღის წინ. ფესტივალზე „Coachella"
გაიცნეს ქეითი. „მოხარულები ვართ, რომ შევძელით გვენახა მოცეკვავე ქეითი
და გაგვეცნო ის. საყვარელო, უფლება მოგვეცი შენი მომავალი ალბომი ჩვენ
გავაკეთოთ!" - წერენ პროექტის წევრები Facebook-ზე.
სრულიად შესაძლებელია იდეა რეალობად იქცეს. სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანულ
ტაბლოიდთან „The Sun" მომღერალმა განაცხადა, რომ მესამე ალბომზე შეუდგა
მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა კოლექტივმა „M83" დაასრულა რემიქსების
მინი-ალბომზე „Reunion" მუშაობა. ფირფიტის რელიზი 7 მაისს არის დაგეგმილი.
|