ქეით პერი საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ მომღერალმა
გამომცემლობასთან „The Hollywood Reporter" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ქეითი დამწყები მომღერლებისთვის გვერდში დგომას და დახმარებას აპირებს.
„დიდი ხანია ვგეგმავ ლეიბლის შექმნას, როდესაც ამას საბოლოოდ გავაკეთებ,
ნებისმიერს ექნება შანსი გამოსცადოს საკუთარი ძალები. ახალგაზრდა დამწყებ
მუსიკოსებს წარმატების მოპოვების შანსს მივცემ... " - ცხადებს ქეითი.
არტისტმა გამოცემის ფოტოობიექტივის წინ იპოზიორა. ქეითი „The Hollywood Reporter"ის ივლისის ნომრის გარეკანს დაამშვენებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ქეითმა ახალი სინგლი „Wide Awake"
წარმაოდგინა, რომელსაც მისი უკანასკნელი ალბომის პრომო-კომპანიის „ლამაზ
დასასრულს" უწოდებს. სინგლი „Wide Awake" 2 ივლისს გამოვა, 5 რიცხვში კი
ფილმის „Part Of Me 3D" პრემიერაა დაგეგმილი.