ქეთი პერი რასელ ბრენდთან განქორწინების შესახებ „The Hollywood Reporter"-თვის
მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მომღერალმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების
შემოქმედებით მხარეში არევა არ სურს.
„ვერ ვიგრძნობ თავს კომფორტულად, თუ ხალხი დაინახავს, რომ ვტირი. ის
რაც, ჩემს პირად ცხოვრებაში მოხდა, უკვე წარსულია... ცდილობ შევიკავო
ცრემლი და გავაგრძელო ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს მსმენელს მხიარული სიმღერა
„Teenage Dreams" უნდა წარვუდგინო. როდესაც შოკში ვიყავი, სულ ვიმეორებდი,
რომ ეს ჩემი პრობლემაა და არა თაყვანისმცემლების! ჩემი ცრემლის დანახვა
არავის უნდა, მით უმეტეს ფილმში „Katy Perry: Part Of Me 3D". ვეცდები
სიმართლე ყველას დავანახო... კვლავ მაქვს რწმენა..." - აცხადებს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ ქეით პერი და რასელ ბრენდი ერთმანეთს ქორწინებიდან ერთი წლისთავზე დაშორდნენ.
|