საკუთარი პარფიუმის შექმნის აზრი ეპატაჟურ მომღერალს დიდი ხანია,
მოსვენებას არ აძლევს. თითქოს ამის საპასუხოდ, გავრცელდა ჭორი (მოგვიანებით
დადასტურდა კიდეც), რომ პირველ არომატზე უკვე მუშაობენ და რომ ტუალეტის
წყალი უჩვეულო იქნება. არომატი Fame ("დიდება"), რომელიც
შემოდგომაზე უნდა გაჩნდეს ბაზარზე, თაფლის, ზაფრანის, გარგრის, შროშანის,
საკმევლისა და ბელადონის ნოტებით იქნება შეზავებული. მაგრამ პარფიუმის
ორიგინალობა შემადგენლობაში კი არა, ფერშია: ტუალეტის წყალი გამჭვირვალე კი
არა, შავი იქნება.”ტვიტერის” მიკრობლოგზე ლედი გაგა წერს:
არომატის შექმნისას ჩემი სისხლის ნიმუში გამოვიყენეთ, რომ თქვენს კანზე
ჩემი შეხება იგრძნოთო. მერე იმასაც ამატებს, მოლეკულური სტრუქტურებიდან
სპერმისა და სისხლის შეგრძნების ამოსრუტვა მინდოდა, თუმცა სურნელი სხვა
აქვს - სინამდვილეში, ძვირადღირებული მეძავის არომატი დაჰკრავსო. მოკლედ,
ჩვენი მხრივ, შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა "Vogue”-ს სექტემბრის ნომრის
ყდაზე გამოჩნდება. ჟურნალის შუაგულში კი მკითხველს ახალი არომატის სინჯი
დაელოდება და ასე დამაინტრიგებლად დაანონსებული პარფიუმის სურნელი
დახვდება.
|