ცოტა ხნის წინ Lady Gaga
ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში კონცერტს ატარებდა, როდესაც არასასიამოვნო
ინციდენტი შეემთხვა. ჰიტის „Judas" შესრულების დროს ერთ-ერთმა მოცეკვავემ
მომღერალს შემთხვევით თავში დეკორაციის ნაწილი ჩაარტყა. ვარსკვლავი წუთით
დაიბნა, თუმცა გონებს მალევე მოეგო და გამოსვლა დაასრულა. გაგამ საკუთარ
ფანებს მიმართა: „მინდა, ჩემს თაყვანისმცემლებს ბოდიში მოვუხადო, თუ ჩემი
ქცევა ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა. შესაძლოა, ბევრმა ვერ შენიშნა, მაგრამ
გამოსვლისას თავში რკინის ჯოხი მომხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის
შერყევა მაქვს, ეს კონცერტის დასრულებას ხელს არ შეუშლის". შოუს შემდეგ
მომღერლის ვიზაჟისტმა ტარა სეველომ, რომელიც მუდამ მის გვერდითაა, გაგას
თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ გოგონა თავს კარგად გრძნობს.
„გაგას შერყევა აქვს, მაგრამ საშიში არაფერია. მას სურს, იცოდეთ, როგორ
ძლიერ უყვარხართ. არ მჯერა, რომ მან კონცერტი მაინც დაასრულა".
|