53 წლის მადონამ, როგორც იქნა, გამონახა დრო,
რომ დაძაბული სამუშაოს შემდეგ შაბათ-კვირა საყვარელ მამაკაცთან ერთად
გაეტარებინა და დაესვენა. მომღერალი, მისი შეყვარებული, ბრაჰიმ ზაიბატი და
ასევე ვარსკვლავის ვაჟი, როკო, ფლორენციის უფიცის გალერეას ესტუმრნენ,
სადაც ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოს მსგავსი მხატვრების
ნამუშევრების ცქერით დატკბნენ. „მადონამ მუზეუმში არსებული ნამუშევრები
დიდი ინტერესით დაათვალიერა", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მომღერალს ხელოვნება ნამდვილად იტაცებს,
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალს თავისი ცხოვრების მანძილზე არაერთი
გასაოცარი რამ უნახავს. მუზეუმის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ
გალერეაში ნანახმა შედევრებმა მადონაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
|