მადამ ტუსოს მუზეუმის სიდნეის ფილიალში Vicotoria’s secret-ის ავსტრალიელი მოდელის მირანდა ქერის ცვილის ფიგურა დადგეს. დაძაბული
გრაფიკის გამო, მირანდამ მისი "ორეულის" პრეზენტაციაზე დასწრება ვერ
შეძლო, თუმცა აქტიურად მონაწილეობდა მის შექმნაში. ქერი 4 თვის
განმავლობაში მოთმინებით პოზირებდა, რათა მისი ცვილის ფიგურა მაქსიმალურად
დამსგავსებოდა "ორიგინალს".