-მას რვეული სახლში დამრჩა !
-რატომ თავი არ დაგრჩა ?! -რატომ არ უსმენ ? -როგორ არ ვუსმენ მას -აბა გაიმეორე !
რა ჯობია იმ შეგრძნებას, რომელსაც გრძნობ მაშინ, როდესაც ზარი ირეკება და 5 წუთიანი თავისუფლება გაქვს. ამ დროს კი მასწავლებეი გეუბნება -მოგეცი ადგომის უფლება ? ზარი ირეკება ჩემთვის და არა თქვენთვის !
-შენ შენი ოჯახის სარკე ხარ!
-სახლსიც ასე ხატავ კედლებზე ?
-სახლში სტუმარი რომ მოდის ფეხზე არ დგები ?
-მითხარით რაზე იცინით და ერთად ვიცინოთ !
მოსწავლის ფიქრები გაკვეთილზე : '' ოღონდ ახლა არ გამომიძახოს და შემდეგისთვის ძალიან კარგად ვისწავლი! მთავარია ახლა გადავრჩე'' ამის შემდეგ არსებობს ორი ვარიანტი 1) მასწავლებელი შენ გვარს კითხულობს და სულ მალე ჟურნალში შენი გვარის გასწვრივ ჩნდება 2 2) მასწავლებელი არ გიძახებს მაგრამ შემდეგი გაკვეთილისთვის საერთოდ არ ემზადები და იგივე ფიქრებში ხარ
--------------------------
სკოლის მოსწავლეთა უმრავლეოსბა ფიქრობს : ''როდის მორჩება ეს სკოლა ! 12 წლიანი ''სროკი'' . მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ შემდეგ სწავლა უმარლესში უნდა განაგრძონ ! ეს სიტუაცია გვახსენებს გამოთქმას : ''ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო''. მაგრამ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებმაც სკოლა უკვე დაამთავრეს სულ იმის ნატვრაშია ნეტავ სკოლაში ვსწავლობდეო. ნეტავ რატომ ? ადამიანს მუდამ სურს ის რაც იმ დროისთვის არ აქვს ?!
|